fbpx
მსოფლიოnews

ჩინეთში ჩამოინგრა 6-სართულიანი სასტუმრო, სადაც საკარანტინო ზონა იყო მოწყობილი (ვიდეო)

ჩინეთში ჩამოინგრა სასტუმრო, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის ზონად იყო გამოცხადებული.ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში, ქალაქ ციუანჩჟოუში მოხდა.

People’s Daily-ი (ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინგლისურენოვანი გამოცემა) წერს, რომ ნანგრევების ქვეშ 70 ადამიანი მოყვა.

„როიტერი“, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან 34 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოახერხეს.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ჯერ უცნობია სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 80-ნომრიანი სასტუმრო 2018 წელს გაიხსნა.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close