fbpx
საქართველოსპორტი

„ფენომენალური ცეკვა“ – მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ტრიუმფი ტალინში (ვიდეო)

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მხოლოდ ამერიკელ წყვილს ჩამორჩნენ

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორ მოციგურავეთა შორის. უდიდეს წარმატებას მიაღწია ქართულმა დუეტმა ყინულზე ცეკვაში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ!

18 წლის კაზაკოვასა და 20 წლის რევიას წყვილმა ჯამში 176.19 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. წინ მხოლოდ ამერიკული დუეტი გავიდა (ვონლეი ნგუენისა და ვადიმ კოლესნიკის წყვილი), 117.18 ქულით. როგორც ხედავთ, ოქრომდე ქართულ დუეტს ქულაზე ნაკლები დააკლდა. მესამე ადგილი რუსებმა, ელიზავეტა შანაევამ და დევიდ ნარიჟნიმ დაიკავეს 175.17 ქულით.

რიტმული ცეკვების შემდეგ კაზაკოვა და რევია მხოლოდ რუსებს ჩამორჩებოდნენ, თანაც მხოლოდ 0.05 ქულით. თავისუფალ პროგრამაში მათ ეს ჩამორჩენა იოლად აღმოფხვრეს – 106.21 ქულა მიიღეს, შანაევა და ნარიჟნი მხოლოდ 105.14 ქულას დასჯერდნენ, მაგრამ აქამდე მესამე ადგილზე მყოფმა ამერიკელებმა თავისუფალ პროგრამაში 108.91 ქულა მიიღეს და ოქროს მედლებიც მათ მოიპოვეს.

„მიმზიდველი, ფენომენალური თავისუფალი ცეკვა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შესრულებით, რომელმაც მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოუტანა“, – წერს ISU ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე.

ეს კაზაკოვასა და რევიას პირველი მედლებია მსოფლიოს ჩემპიონატზე – 2018 წელს ისინი მე-9 ადგილზე გავიდნენ, 2019-ში კი – მე-6-ზე. ორი დისციპლინის ჯამში მათ თავიანთი კარიერის საუკეთესო ქულები მოიპოვეს.

ტალინში ბიჭების ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძემ მე-18 ადგილი დაიკავა. გოგონებში ანა ურუშაძეც მე-18 იყო. წყვილებში ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა მე-7 ადგილზე გავიდნენ.

წყარო: popsport.com
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close