საქართველოპოლიტიკა

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკი მაინც დარჩება – შესაძლოა, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, მაქსიმალურად ვიყოთ დაცული, საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, რაც ძალიან ძვირი დაჯდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო აკვირდება ევროპელი პარტნიორების პრაქტიკას კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

„გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, რომ ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკ-ფაქტორები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

1tv.ge

p. s. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც კომისარმა ანჯელო ბორელიმ გუშინ საღამოს პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, იტალიაში მთლიანობაში ახალი კორონავირუსით 3089 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 107 გარდაიცვალა, 276 გამოჯანმრთელდა.

გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მყოფ 23 წლის ქართველ სტუდენტ გოგონას, იგი რომის კლინიკაშია მოთავსებული.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან 15 მარტამდე მთელ ქვეყანაში შეწყდა სასწავლო პროცესი როგორც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close