მსოფლიოვიდეოპოლიტიკა

ჩხუბი თურქეთის პარლამენტში: ყველა ყველას წინააღმდეგ – მესამე სერია (ვიდეო)

საპარლამენტო ბატალიების რეტროსპექტივა

თურქეთის პარლამენტში ერდოღანის კრიტიკას დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ერთმანეთს მთავარი ოპოზიციური პარტიისა და მმართველი პარტიის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

როგორც  გავრცელებულ კადრებში ჩანს, ჩხუბში ათობით კანონმდებელი მონაწილეობდა.

დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატმა ენგინ ოზქოჩმა თურქეთის პრეზიდენტს „სამარცხვინო, საძაგელი და მოღალატე“ უწოდა.

მან ასევე დაადანაშაულა რეჯეფ თაიიფ ერდოღანი თურქი ხალხის შვილების საომრად გაგზავნაში მაშინ, როდესაც მისმა შვილებმა თავი აარიდეს გრძელვადიან სამხედრო სამსახურს.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ანკარის პროკურატურამ პრეზიდენტის შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში პირველი შემთხვევა არ არის.

სამი წლის წინ, 2017 წლის იანვარში დაპირისპირება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა აილინ ნაზლიაკამ ტრიბუნაზე თავი ხელბორკილით მიიბა. ამ ფორმით მან პროტესტი საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოუცხადა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ერდოღანს უფლებამოსილება ეზრდებოდა. მმართველი გუნდის წევრებმა ტრიბუნიდან დეპუტატის გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რის გამოც მათ ოპოზიციის დეპუტატები დაესხნენ თავს. ხელჩართული ჩუბისას ორი ქალი დეპუტატი დაშავდა, ორივე მათგანი სხდომათა დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს.

უფრო ადრე, 2015 წელს კი ერთ კვირაში ორჯერ გაიმართა „საბრძოლო ბატალიები“ თურქეთის პარლამენტში. მაშინ პარლამენტის წევრების იმუნიტეტის მოხსნის საკითხი  განხილებოდა.

საერთოდ, „სისხლიანი“ დებატები მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში „მოსულა“. გთავაზობთ სხვადასხვა დროის საუკეთესო საპარლამენტო „საბრძოლო რეალითი შოუს“.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close