საქართველოკრიმინალი

ვინ არის გუდაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

ერთი კაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს გუდაურში 16 თებერვალს, გამთენიისას. შემთხვევა კაზინო „გუდაურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების თქმით, სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა.

მოკლულის ახლობლები ვერ ამბობენ, რა შეიძლებოდა მკვლელობის მიზეზი, მათი თქმით, თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა კაცი გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და, ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი – დავით სეთურიძე, რომელიც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.

შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: info9.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close