საქართველოკრიმინალი

ყოფილმა ქმარმა ცოლი სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა

23 წლის ხათირა ჰუსეინოვა ყოფილმა ქმარმა, თელმან მუსტაფაევმა საკუთარ სახლში 16 თებერვლის ღამეს მოკლა სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით. ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მან ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა, ხოლო ხელში დაჭრა ყოფილი ცოლის დაც.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 33 წლის თელმან მუსტაფაევი ნასამართლევია. მან ყოფილი სიდედრისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 6-წლიანი პატიმრობა მოიხადა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქმარს წელიწად-ნახევრის წინ გაშორდა, სიძე ნარკოტიკებს მოიხმარდა და ამის გამო ხშირად კონფლიქტი ჰქონდათ, დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა. ამ ხნის განმავლობაში კაცი რამდენჯერმე მივიდა მათ სახლში, რასაც ჩხუბი მოჰყვა. დედის თქმით, მის შვილს ქმართან შერიგება არ უნდოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, 23 წლის ხათირა ჰუსეინოვას მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იგი მშობლების სახლშია გადასვენებული.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალარში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი – 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close