მსოფლიო

მოსკოვში სტალინის შვილთაშვილი ცოლთან ერთად დაიკარგა

მოსკოვში რამდენიმე თვეა ეძებენ იოსებ სტალინის შვილთაშვილს სელიმ ბენსაადს და მის მეუღლეს. ინფორმაციას РЕН ТВ ავრცელებს.

სტალინის გარდაცვლილი შვილიშვილის, გალინა ჯუღაშვილის ყოფილმა ქმარმა, ჰოსინ ბენსაადმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი ინვალიდი შვილი სელიმ ბენსაადი მეუღლესთან, ნატალიასთან ერთად დაიკარგა. მათი მობილური ტელეფონები გათიშულია და ადგილმდებარეობა უცნობი. მამაკაცი შიშობს, რომ მისი შვილი თაღლითების ან საკუთარი ცოლის მსხვერპლი გახდა.

ჰოსინ ბენსაადის თქმით, ის წლების მანძილზე სმენადაქვეითებულ შვილთან ერთად მოსკოვის ცენტრში, გალინა ჯუღაშვილის ანდერძით დატოვებულ ბინაში ცხოვრობდა. რამდენიმე თვის წინ 48 წლის სელიმი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

„შვილი უკანასკნელად 13 სექტემბერს, ალჟირში გაფრენის წინ ვნახე. სახლში 23 ნოემბერს დავბრუნდი. სახლში არავინ დამხვდა. სელიმის და მისი ცოლის ტელეფონები გათიშულია და ვერ ვუკავშირდები“, – ამბობს ჰოსინ ბენსაადი.

დაკარგულის მამა აღნიშნავს, რომ სახლიდან გაქრა შვილის ნახატები, ოჯახური ფოტოალბომი და გალინა ჯუღაშვილის წერილები. დავუშვათ, რომ რაღაც ეწყინა და ჩემი სახლიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ საეჭვოა, ასეთ შემთხვევაში ფოტოარქივი და წერილები წაეღოო, ამბობს ბენსაადი.

მამაკაცი იხსენებს, რომ სელიმის ნომრიდან უცნაური შეტყობინება მიიღო: „თავი დამანებეთ. ყველა კითხვით მიმართეთ ადვოკატს“. მამის თქმით, შვილი ასეთ წერილს არასოდეს მისწერდა და ვარაუდობს, რომ მისი ტელეფონი უცხო ადამიანის ხელში აღმოჩნდა.

ოჯახის მეგობარი ლანა პარშინა მომხდარის სამ ვერსიაზე საუბრობს. პირველი ვერსიის თანახმად, ამ საქმეში თაღლითების ხელი ურევია, რომლებმაც სელიმის 30 მილიონად შეფასებული ქონების ხელში ჩაგდება რამდენჯერმე სცადეს. პარშინა არ გამორიცხავს, რომ სელიმი მძევლად ჰყავთ. მეორე ვერსიით, სელინი საკუთარი ცოლის მსხვერპლი გახდა. ჰოსინ ბენსაადი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ რიაზანელი რძალი მოსკოვის ბინაში ჩაეწერა, რასაც ქალი ასევე დაჟინებით მოითხოვდა.

მესამე ვერსიის თანახმად, ცოლ-ქმარი რელიგიური სექტის მსხვერპლი გახდა, რომლის წევრიც ნატალია იყო.

ჰოსინ ბენსაადის თქმით, პოლიცია მომხდარს ოჯახურ გარჩევებს უკავშირებს, ამიტომ შვილის ძებნას დამოუკიდებლად აწარმოებს.

„პროგრესნიუსი“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close