საქართველოსაზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ

ჩინეთის არასრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ – ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მათ ჩვეულებრივი, სტანდარტული მკურნალობა უტარდებათ.

ჩინეთის 9 მოქალაქე გუდაურიდან თბილისში დღეს ჩამოიყვანეს. მათგან ორს, არასრულწლოვან ტყუპებს, ტემპერატურის მომატება აღენიშნებოდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვენეს.

ცერცვაძის თქმით, დანარჩენ 7 მოქალაქეს სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ისინი ბინაზე იმყოფებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close