მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

უჰანში კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის 1000-საწოლიანი საავადმყოფო 10 დღეში აშენდება (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ უჰანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის 1000-საწოლიანი დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 23 იანვარს ღამით დაიწყო. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ჰოსპიტალი პაციენტებს უკვე 3 თებერვალს მიიღებს.

სამუშაოებში 45 ერთეული სამშენებლო ტექნიკა მონაწილეობს.

როგორც პეკინში ამბობენ, საავადმყოფოს მშენებლობის დროს წინასწარ გამზადებულ და ჩამოსხმულ კონსტრუქციებს გამოიყენებენ, რაც პროცესს დააჩქარებს.

2003 წელს ატიპური პნევმონიის ეპიდემიის დროს პეკინში მსგავსი ტექნოლოგიით საავადმყოფო 1 კვირაში ააშენეს.

ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 26-ს მიაღწია, 900-ზე მეტი ადამიანი კი ინფიცირებულია. ვირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, ორ-ორი შემთხვევა – ვიეტნამში, იაპონიაში, აშშ-სა და საფრანგეთში (ერთი პაციენტი ბორდოში მოათავსეს იზოლირებულ პალატაში, მეორე – პარიზში), თითო შემთხვევა – სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close