ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

როგორ „ზეიმობენ“ ცხოველები ასე ჩვეულებრივ არაჩვეულებრივ წვიმას ავსტრალიაში (ვიდეო)

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ეს დღეც დადგა და ავსტრალიაში გაწვიმდა!!!

სიდნეის სამხრეთით მდებარე Symbio Wildlife Park-ის ნაკრძალის თანამშრომლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ აღნიშნავენ კენგურუები, კოალები და ვომბატები წვიმის მოსვლას. თითქოს არაფერი განსაკუთრებული – ისე იქცევიან ცხოველები, როგორც უნდა იქცეოდნენ გაწვიმების შემდეგ, მაგრამ გვალვაგადატანილები, თვეების განმავლობაში გაუსაძლისი სიცხისგან გათანგულები, განსაკუთრებით ბედნიერები არიან.

ნაკრძალის წარმომადგენლის თქმით, უცნაურია, თუმცა რაც წვიმა მოვიდა, მამრი კენგურუები მდედრების მიმართ გაცილებით მეგობრულნი გახდნენ. კოალები კვლავ ხეებზე მოკალათდნენ და დასველებულ ფოთლებს გაძლიერებული მადით შეექცევიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close