საზოგადოებაქართველები უცხოეთშიინტერვიუსაბერძნეთი

თამთა ბერძნულ გადაცემაში: „ქართველები ორჯერ აღვნიშნავთ ახალ წელს, შობას კი – ერთხელ“ (ვიდეო)

თემი იორღადას თავის საავტორო გადაცემა AFTER DARK-ის საშობაო-საახალწლო გამოშვებაში, „სკაის“ ეთერში, 25 დეკემბერს საღამოს მიწვეული ჰყავდა თამთა, რომელმაც საუბარისას გაიხსენა ბავშვობის ის ხანა, როცა სახლში დენი არ ჰქონდათ.

თორმეტიოდე წლის ვიყავი… ჩემი ფავორიტი მომღერალი მადონა იყო და არის დღესაც. იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახს MTV არ ჰქონდა – MTV კი არა, დენი არ გვქონდა საერთოდ – დეიდაშვილებთან მივდიოდი ხოლმე, რომლებსაც დენიც ჰქონდათ და ეს არხიც… საათობით ვიჯექი და შევცქეროდი ეკრანზე მადონას, სიხარულით ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რომ კვლავ მეხილა იგი და მომესმინა მისი სიმღერები. ცხოვრება მშვენიერია და წელს ევროვიზიაზე ის ბედნიერი წამები მერგო, სცენაზე მყოფ მადონასგან ხელისგაწვდენაზე მცირე მანძილი რომ მაშორებდა… ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა მეც, წარმატება გვისურვა. არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ჩემთვის, რომელ ადგილზე გავიდოდი… ისე, მიწოდეთ „გიჟი“ და კვლავაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ამ კონკურსში“, – თქვა თამთამ.

აღსანიშნავია, რომ პირველად იგი ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში საბერძნეთში 2006 წელს მონაწილეობდა და სამეულში მოხვდა, რის შემდეგაც აღარ ჰქონია შემოთავაზება, მხოლოდ 2014 წელს მიაწოდა ჟიურის სიმღერა, მაგრამ დაგვიანების გამო არ მიიღეს და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ვერ შეძლო. 2019-ში კი, როგორც ცნობილია, თამთა კვიპროსმა მიიწვია და ის ბედნიერი წამები აჩუქა, რაზეც გადაცემაში ისაუბრა.

თემი იორღადას კითხვაზე, რა საჩუქარი უყიდა საშობაოდ თავის ქალიშვილს, აგრეთვე, საყვარელ მამაკაცს – პარის კასიდოკოსტასს (Paris Kassidokostas-Latsis), თამთას გაეცინა და აღიარა, რომ ჯერ არაფერი, შემდეგ დაუმატა: ქართველები შობას შვიდ იანვარს აღვნიშნავთ, ასე რომ, ჯერ ადრეა საჩუქრის ყიდვაო. აქ კი გაოცდა გადაცემის წამყვანი, კი მაგრამ, ახალ წელს როგორ აღნიშნავთ, შობა თუ არ არის ჯერ დამდგარიო. მომღერალმა სიცილით უპასუხა: „ახალ წელს ორჯერ აღვნიშნავთ, შობას კი – ერთხელ“.

ია თულაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close