საზოგადოებასაქართველოსპორტი

ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა WINTER STAR-ზე 23 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს (ვიდეო)

ტანმოვარჯიშეთა კლუბ „პირველების“ წარმომადგენლებმა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გამართულ საერთაშორისო ტურნირ WINTER STAR-ზე 23 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შეჯიბრში 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა, მაგრამ ქართველებმა გამარჯვება არავის დაუთმეს.

„პირველების“ გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სხვადასხვა ეტაპზე მხატვრულ ტანვარჯიშში ეროვნული ნაკრების პირველი ნომრებისგან შედგება.

2012 – თინი ძაგნიძე, კატეგორია B – 🥇
2010 – ნინა დოლაბერიძე, კატეგორია B – 🥇
2012 – ნატალი მოდებაძე, კატეგორია B – 🥇
2011 – ნინა სამხარაძე, კატეგორია B – 🥇🥈🥇
2011 – სოფო ნოზაძე, კატეგორია B – 🥇🥇🥈
2010 – მარიამ კაკუტაშვილი, კატეგორია B – 🥇🥇🥇
2008 – მარგო ლენი, კატეგორია A – 🥇🥇🥇
2007 – სოფია ბელუში, კატეგორია A – 🥇🥇🥈🥇
2007 – ამინა გაძანოვა, კატეგორია A – 🥈🥇🥈🥇
2006 – გვანცა ნოზაძე, კატეგორია A – 🥈🥇🥈🥈
2005 – იანინა ნაზარენკო, კატეგორია A – 🥇🥇🥇

კლუბის განკარგულებაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი დარბაზი და ამ კლუბში ამჟამად 250-მდე წევრია.

გუნდში მოღვაწეობს უკრაინიდან მოწვეული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, უკრაინის მრავალგზის  ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში ვიქტორია ბუზუიანი.

კლუბის დამაარსებელია სპორტის დიდი ქომაგი, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი.

kartuli.kvira.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close