იტალიის სენატში ტრადიციული საშობაო კონცერტი გაიმართა.
წელს პალაცომ მადამამ (Palazzo Madama) რომში, რომელიც 1871 წლიდან იტალიის სენატის რეზიდენციაა, ლუიჯი კერუბინის ახალგაზრდულ ორკესტრს უმასპინძლა. ორკესტრს მსოფლიოში სახელგანთქმული რიკარდო მუტი დირიჟორობდა.
ახალგაზრდა ვირტუოზებმა ჯუზეპე ვერდის, ვინჩენცო ბელოინის, ალფრედო კატალანისა და ჯოაკინო როსინის ნაწარმოებები შეასრულეს.
კომენტარები