საზოგადოებასაქართველო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებესა და ექსპერტებთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეულ კონკრეტულ საქმეზე, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და დარგის სპეციალისტებთან.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ისე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close