საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ციკლონმა გერიონისმა სამი ადამიანი შეიწირა (ვიდეო)

საბერძნეთში ძლიერ ქარსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, ორი ადამიანი სანაპირო ქალაქ ანტირიოში მათი იახტის გადაბრუნების შედეგად დაიხრჩო, ასაკოვანი ქალი კი, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული და მარტო ცხოვრობნდა, კუნძულ როდოსზე მისივე დატბორილ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

პელოპონესის ნახევარკუნძულის ნაწილზე გზებზე გადაადგილება წყალდიდობის გამო რამდენიმე საათით შეფერხდა. ატიკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი კინეტა განსაკუთრებით დაზარალდა, გზები და ეზოები ტალახით დაიფარა, დაიტბორა უამრავი სახლი და გადაბრუნდა და დაზიანდა ავტომობილები.

ციკლონმა პრობლემები შექმნა მიგრანტების ბანაკ „მორიაში“ (კუნძულ ლესბოსზე). კუნძულის ნაწილი, სადაც დევნილები იმყოფებიან (ძირითადად, კარვებში), პირდაპირი მნიშვნელობით „ნაგვის ნაკადში“ ჩაიძირა. დევნილები და მიგრანტები ამაოდ ცდილობდნენ უამინდობისგან თავის დაცვას. გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა კიდევ უფრო გაართულა მათი ცხოვრების ისედაც რთული პირობები.

ვიდეოში კარგად ჩანს, რა ხდება „მორიაში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close