საზოგადოებასაქართველო
ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის რჩეული – ყოფილი მოდელი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ყოფილი მოდელი იანა კოკულინა უკვე 6 წელია რაც ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ცნობილი გახდა, წყვილი ტყუპს ელოდება. ბახტაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ისინი თავიანთ ახლო ურთიერთობას აღარ მალავენ.
იანამ, რომელიც ამჟამად მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ მამუკა ბახტაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ წყვილი სამთო კურორტზე ისვენებს.
მამუკა ბახტაძე პრემიერად ახალი დანიშნული იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გაავცელა ჭორი, თითქოს იგი ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილის, გვანცას საქმრო იყო. ბახტაძემ ამაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობდა.
კომენტარები