მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი მოკლეს

გერმანიის ექსპრეზიდენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილს ლექციის ჩატარებისას დანით თავს დაესხნენ. 59 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ინციდენტი სამშაბათს, 19 ნოემბერს ბერლინის Charlottenburg Palace Park Clinic-ში მოხდა, სადაც ფრიც ფონ ვაიცზეკერი ლექციას ატარებდა. ის ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. ინფორმაციას tagesspiegel.de ავრცელებს.

თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ლექციაზე მყოფი ერთ-ერთი მსმენელი შეეცადა, თუმცა ბოროტმოქმედმა დანით მასაც მძიმე ჭრილობა მიაყენა. იგი კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციამ შეძლო თავდამსხმელის დაკავება. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 1984-1994 წლებში იკავებდა. მისი საპროგრამო გამოსვლა გახდა სიტყვა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 40 წლისთავზე. მაშინ ქვეყნის მეთაურმა მოუწოდა თანამემამულეებს, არ დაივიწყონ ნაცისტური დიქტატურის დრო და ახსოვდეთ დაღუპულები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close