მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში მიგრანტების 3 უდიდეს ბანაკს ხურავენ

საბერძნეთის ხელისუფლება კუნძულებზე – ლესბოსზე, სამოსსა და ქიოსზე (ხიოსი) არსებულ მიგრანტთა 3 უდიდეს ბანაკს ხურავს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ნაცვლად „იდენტიფიკაციის ცენტრები“ გაიხსნება, სადაც, სავარაუდოდ, იმ მიგრანტებს განათავსებენ, რომლებსაც თავშესაფრის მიღების პერსპექტივა არა აქვთ და სამშობლოში უნდა დააბრუნონ. სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, საუბარია ბანაკებზე, საიდანაც მიგრანტებს გასვლა არ შეეძლებათ. იმ მიგრანტებს, რომლებსაც თავშესაფრის მიღების შანსი აქვთ, საბერძნეთის მატერიკულ ნაწილში გადაიყვანენ.

კუნძულებზე განთავსებულ ბანაკებთან დაკავშირებით ხშირად ისმის კრიტიკა მათი გადატვირთულობის და ცუდი სანიტარიული პირობების გამო. სექტემბერში კუნძულ ლესბოსზე მდებარე ბანაკში – „მორიაში“ რამდენჯერმე ცეცხლიც გაჩნდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close