ვინ არის თამთა გოდუაძის ყოფილი მეუღლე, რომელზეც 16 წლის ასაკში გათხოვდა (ფოტოები)
თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში მოღვაწეობს და იქაური შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა იგი, „რუსთავი 2“-ის მოწვევით, „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა.
როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი, დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო. ქალბატონ დარეჯანს თამთას გარდა ვაჟიშვილიც ჰყავს – ლადო.
„ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად – ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – აცხადებს თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.
დღეს უკვე მომღერალი თამთა გოდუაძე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონად ითვლება საქართველოში და ქართველ ხალხსაც ბევრი რამ აინტერესებს მის შესახებ. განსაკუთრებით ხალხის დაინტერესება ეხება მის პირად ცხოვრებას.
მის შვილზე უკვე იცის საზოგადოების ნაწილმა და თუ ეს ასე არ არის, მაინც შეგახსენებთ, რომ თამთას ჰყავს 24 წლის ქალიშვილი – ანა.
თამთას ყოფილ ქმარზე კი ბევრი არაფერია ცნობილი. იგი ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანია. ერთ-ერთ ინტერვიუში შმაგი ამბობდა, რომ თამთა 14 წლის იყო, თვითონ კი 16 წლის, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. ექვსთვიანი შეყვარებულობის შემდგომ ისინი გაიპარნენ და ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად.
როგორც აღმოჩნდა, თამთა ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა საბერძნეთში დედასთან და თავის პატარა გოგონასთან ერთად. დღეს შმაგის და ანის კარგი ურთიერთობა აქვთ. როგორც თავად თამთას ყოფილი მეუღლე ამბობს, ანი საქართველოში 2-3 კვირით რჩება ხოლმე მასთან დასასვენებლად.
თამთასთან კი შმაგის არანაირი ურთიერთობა არ აქვს. მათ მხოლოდ საერთო ქალიშვილი აკავშირებთ ერთმანეთთან. მით უმეტეს, რომ თამთას ყოფილ მეუღლეს უკვე ცოლ-შვილი ჰყავს და ძალიან ამაყობს თავისი ახალი ოჯახით, თამთას კი წარმატებებს და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს ცხოვრებაში.
წყარო: sputnik-georgia.com
კომენტარები