საზოგადოებასაქართველო

„არ არის ეს კაცი არავის საღლიცინო, 2009 წლის 6 მაისს თვალი დაკარგა“

კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებული მოვლენების დროს ირაკლი ხომასურიძის ფრაზამ – „თუ დღეს ეს ფილმი გავა, მე სახლში ცოცხალი არ წავალ” – სრულიად ინტერნეტ სივრცე მოიცვა.

გავრცელებული ვიდეოს ბმული ფეისბუქის გვერდებზე გადადიოდა და, ძირითადად, მის ფრაზაზე ბევრს ეცინებოდა, რადგან პარალელურად ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ უკვე გადიოდა კინოთეატრებში.

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ბესო დანელიამ ხომასურიძის შესახებ ბევრისთვის უცნობი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„უკვე იმდენი ღლიცინით და ცინიზმით სავსე პოსტი შემხვდა, რომ თავი ვალდებულად ჩავთვალე, გითხრათ: ეს არის ირაკლი ხომასურიძე, უვაჟკაცესი და ძალიან ღირსეული თბილისელი (ნახალოვკელი) კაცი. როდესაც წვიმასავით მოდიოდა პლასტიკური ტყვიები სამმართველოდან 2009 წლის 6 მაისს, იმ დღეს პატარა გრეჩიხა რომ გადახტა სამმართველოს ეზოში. მე ერთი ტყვია მუხლში მომხვდა და ერთი ყურში, გადავრჩი ერთი სიტყვით სერიოზულ დასახიჩრებას, ირაკლიმ კი იმ დღეს რომელიც ჩვენს გვერდით იდგა, თვალი დაკარგა, თუმცა მას შემდეგ არავის გახსენებია და უხსენებია მისი თვალი და ჯანმრთელობა! არც თვითონ უთხოვია ვინმესთვის მოწყალება, არადა თვალი დაკარგა ადამიანმა, სხეულის ნაწილი და თვალის ჩინი კი არა, მთელი ჩემი სიცოცხლე ენაცვალოს ჩემს სამშობლოსო ასე თქვა! მე არავის არც ჭკუას ვასწავლი და არც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციობაზე მქონია ოდესმე პრეტენზია, თუმცა ძალიან გულზე მხვდება, რომ ასეთ ღირსეულ ადამიანზე ღლიცინებთ. არ არის ეს კაცი არავის საღლიცინო, ღრმად მწამს რატომღაც ეს“, – წერს ბესო დანელია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close