ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11-17 ნოემბერი

11 ნოემბერი მზარდი მთვარის პერიოდია. თუ სამსახურის (სამუშაოს) შეცვლა გსურთ, ჯობს ეს ახლა გააკეთოთ. პროცესი უმტკივნეულოდ, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩაივლის, უფრო მეტიც, მაღალია იმის შანსი, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ უკეთესობისაკენ იქნება მიმართული.
12 ნოემბერს სავსე მთვარეა. მიუხედავად იმისა, რომ სავსე მთვარის პერიოდი რთული დროა, ეს დღე შეიძლება ყველაზე წარმატებული იყოს მთელი თვის განმავლობაში. მთავარია მისი სწორად დაგეგმვა. გააკეთეთ ეს წინასწარ ისე, რომ გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალი თვალწინ გქონდეთ.
13-იდან 17 ნოემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ამ ხნის განმავლობაში უმჯობესია ვინმესთან ერთად, ან გუნდში იმუშაოთ. ასე თქვენი საქმიანობა უფრო პროდუქტიული იქნება.

 

ვერძი

 

ვარსკვლავები ახლა დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვას არ გირჩევენ. პირიქით, თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაიწყეთ თანხის დაგროვება – ვინ იცის, როდის დაგჭირდებათ. მიზანშეწონილი არ არის თქვენი შორსმიმავალი გეგმების შესახებ საუბარი, უმჯობესია მათი განხორციელებით დაკავდეთ. კარგი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისათვის.

 

კურო

კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში მოგიწევთ წუწუნი იმის შესახებ, თუ როგორ ოცნებობთ შვებულებაზე. სანამ დასვენება მხოლოდ გესიზმრებათ, საქმეების რაოდენობა იმატებს. მაინც შეეცადეთ არ დატოვოთ სახლი უყურადღებოდ – ახლობლებს ახლა ისე სჭირდებათ თქვენი დახმარება და მორალური მხარდაჭერა, როგორც არასოდეს.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეიძლება ეფექტური გარეგნობის მქონე პიროვნებამ ინტერესი გამოიჩინოს თქვენ მიმართ. იგი თქვენი ცხოვრების თანამგზავრი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ სწორად მოიქცევით. ადვილად ნუ დაჰყვებით, ჯობია ცოტა გაისარჯოს და ეცადოს თქვენი გულის მონადირებას. ფრთხილად იყავით ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებით.

 

კირჩხიბი

სანამ გარშემომყოფები ისვენებენ, თქვენთვის ყველაზე „ცხელი“ პერიოდია. ანგარიშები სამსახურში, ოჯახურ წრეში შვებულების დაგეგმვა, მეგობრის დახმარება და ა. შ. – საქმეების ჩამონათვალი უსასრულო იქნება. შეეცადეთ ენერგიით დაიმუხტოთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით. შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატარეთ.

 

ლომი

უმჯობესია საქმეები სხვა დროისთვის არ გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს მომავალში ყელამდე ჩაეფლობით იმ დავალებებში, რომელთა შესრულებაც დაიზარეთ. სახლში, ოჯახის ერთ-ერთ წევრთან სერიოზული საუბარი გელით. ბოლოს და ბოლოს, გადაჭრით მწვავე საკითხებს და თუ ვინმეზე განაწყენებული ხართ, პატიებას შეძლებთ.

 

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნის ის წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობდნენ, დაესვათ თუ არა წერტილი ურთიერთობისთვის, ახლა იძულებულნი იქნებიან, ეს გააკეთონ. ის წყვილები კი, ვისაც ბედნიერი კავშირი აქვთ, ამ პერიოდში უბრალოდ დატკბებიან ერთმანეთით. სამსახურში შეიძლება მოულოდნელი საქმეები თავზე დაგეყაროთ. დიდი სურვილი არ გექნებათ, მაგრამ მათი შესრულება მაინც მოგიწევთ.

 

სასწორი

იმ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში წამოიჭრება თქვენ წინაშე, რჩევა ახლობლებს და მეგობრებს სთხოვეთ. სირთულეების გამკლავებას მარტო ვერ შეძლებთ. ფრთხილად იყავით მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას. შეეცადეთ ამ პერიოდში სესხი არ აიღოთ და არ ისესხოთ დიდი თანხა მეგობრებისგან.

 

მორიელი

გაიხსენეთ ის მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. დაუკავშირდით, შეითანხმეთ შეხვედრაზე. ახლა ეს თქვენც გჭირდებათ და მათაც. ამ პერიოდში უმჯობესია პასიური დასვენება. თუ შესაძლებელია, სახლის საქმეები ოჯახის წევრებს მიანდეთ. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლილება.

 

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პერიოდი დადგა. მაშინაც კი, თუ ჰორიზონტზე რაღაც პრობლემები გამოჩნდება, მარტივად შეძლებთ გამკლავებას. თუ სამუშაოთი კმაყოფილი არ ხართ, ახალი სამსახურის ძებნა დაიწყეთ. სწორედ ახლა ვარსკვლავები დაგეხმარებიან იდეალური, თქვენთვის მისაღები ვარიანტი იპოვოთ.

 

თხის რქა

დროა ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანს. გადადეთ საქმეები, აიღეთ შვებულება და მასთან ერთად ბუნებაში დაისვენეთ. კარგი დროა ვარცხნილობის შესაცვლელად, თქვენი გარდერობის გასაახლებლად, ახლო მეგობრებთან ურთიერთობის გადასახედად. ბოლო დროს მათ ჭკუაზე დადიოდით და დროა, ეს შეიცვალოს.

 

მერწყული

ამ პერიოდში ბევრი შეეცდება დაგარწმუნოთ, რომ უმჯობესია არჩეულ გზას გადაუხვიოთ. არავის დაუჯეროთ – იარეთ წინ. მანქანის მართვის დროს ყურადღებით იყავით, რათა თავიდან აიცილოთ სახიფათო სიტუაციები. დიდი დრო დაგჭირდებათ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, მაგრამ უმჯობესია ახლა მოაგვაროთ ყველაფერი!

 

თევზები

ეს კვირა ძალიან დატვირთული არ იქნება, მაგრამ რამდენიმე მწვავე საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე მარტივად მოგვარდება. წინა პლანზე წამოიწევს ის პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია გვერდზე გაქვთ გადადებული. კვირის ბოლოს სიტუაცია განიმუხტება და დასვენებას შეძლებთ.

თამთა გურული

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close