მედიცინამსოფლიოnews

ჩინეთში წყალმცენარეების საფუძველზე ალცჰაიმერის წამალი შექმნეს

ჩინეთის შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა ჩინელი მეცნიერების მიერ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ შექმნილი წამლის გაყიდვის წინასწარი ნებრათვა გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

წინასწარი ნებართვა ნიშნავს, რომ შესაძლებელია Oligomannate-ის გაყიდვა დამატებითი კლინიკური კვლევების პარალელურად, თუმცა სათანადო უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ პრეპარატს.

მედიკამენტის შემქნელი მეცნიერების განცხადებით, პრეპარატი Oligomannate ზღვის წაბლა წყალმცენარეებზეა დაფუძნებული და მისი გამოყენება შესაძლებელია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის მკურნალობის დროს. მათივე თქმით, კლინიკური კვლევებით დამტკიცდა, რომ აღნიშნული წამლის გამოყენება სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების კოგნიტურ ფუნქციებს უკვე მკურნალობის 4 კვირის შემდეგ.

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Biogen-მა განაცხადა, რომ შექმნა პირველი მედიკამენტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების დროს დემენციას ანელებს.

მთელ მსოფლიოში დემენციის 50 მლნ შემთხვევაა და მათი 60-70% ალცჰაიმერის დაავადებაზე მოდის. ანალიტიკოსთა პროგნოზით, ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის ბაზარზე გამოჩენის შემთხვევაში ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაყიდვადი წამალი იქნება.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: შექმნეს პირველი წამალი, რომელიც ალცჰაიმერის დროს დემენციას ანელებს

ქურქუმა – ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close