ჩელენტანო ეკრანებზე ახალი შოუთი ბრუნდება
პუბლიკის ფავორიტმა, 81 წლის მსახიობმა, შოუმენმა და მომღერალმა ადრიანო ჩელენტანომ გადაწყვიტა, ერთ მდინარეში ორჯერ შევიდეს მას შემდეგ, რაც ფართოდ რეკლამირებული მისი შოუ „ადრიანი“ მეოთხე გამოშვების შემდეგ დაიხურა მოულოდნელი დაბალი რეიტინგის გამო. ამ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
საუბარი იყო კიბერპანკის სტილში დახატულ 13-სერიან ანიმაციურ პროექტზე. მის რეალიზაციას 10 წელი დასჭირდა და შემქმნელებს რამდენიმე ათეული მილიონი ევრო დაუჯდათ.
მთავარი გმირი – მესაათე ადრიანი გარეგნულად ადრიანოს ასლია (მომღერლის პირველი პროფესიაც მესაათეობა იყო).
განახლებული შოუს სახელი იქნება „ადრიანო“ და მისი პირველი გამოშვება ეთერში 7 ნოემბერს გავა ისევ Canale 5-ზე. ვარაუდობენ, რომ ამჯერად პროექტი რეიტინგული იქნება მასში ჩელენტანოს, აგრეთვე, პოპულარული ადამიანების და პირველი ეშელონის პოლიტიკოსების პირადი მონაწილეობის გამო.
„ადრიანო – დიდი პიროვნებაა, ამიტომ მას მეორე შანსი უნდა მივცეთ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ პროექტი, რომელშიც იგი მუდმივად მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვინდა, რომ იგი დაბრუნდეს და აკეთოს ის, რაც უნდა გაეკეთებინა“, – განმარტა პიერ პაოლო ბერლუსკონიმ, მედიაჰოლდინგ Mediaset-ის ხელმძღვანელმა, რომელშიც შედის Canale 5-იც.
ნინო ხოშტარია
კომენტარები