საზოგადოებასაქართველო

„ინფარქტს გადავრჩით…“ – ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა

მომღერალი ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი კლინიკაში „ვივამედი“ უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

„პრაიმტაიმი“ მომღერლის დას, მაგდა ჯოხაძეს დაუკავშირდა.

„უგონო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ კლინიკაში მოვხვდით. ანრის მოციმციმე არითმია აქვს. უძილობის და გადაღლილობის ფონზე ისევ პროვოცირდა. საბედნიეროდ, დროულად მივედით კლინიკაში. დასტაბილურდა, ახლა კარგად არის. მთავარია ინფარქტს გადავრჩით.

3 თვის წინ იწვა იმავე დიაგნოზით. ახლა გადაღლილობაზე გაუმეორა“, – აღნიშნა მაგდა ჯოხაძემ.

მისი თქმით, მომღერალი სახლში გახდა შეუძლოდ.

„რამდენიმე ღამე გადააბა. კლიპს ამონტაჟებდა. უძილო იყო. ინტენსიურ განყოფილებაში იწვა სამი დღე, სანამ არ დასტაბილურდა მდგომარეობა. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას“, – ამბობს მომღერლის და.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close