საქართველოს საგარეო ვალი 18.2 მილიარდი აშშ დოლარია
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 18.2 მლრდ აშშ დოლარი (52.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ეს ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია.
კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 385.3 მლნ აშშ დოლარით მოიმატა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 421.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილებების გამო – 24.3 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 8.8 მლნ აშშ დოლარით. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა 7.5 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (15.5 მლრდ ლარი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 415.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად – 826.4 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) და 894.1 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი) შეადგინა, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.6 მლრდ ლარი) და კომპანიათაშორისმა ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი).
მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (30.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (10.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.4 პროცენტია.
კომენტარები