მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება

მეგან მარკლის მამა შვილიშვილის ნახვის სურვილის გამო შვილთან შერიგებას ცდილობს

სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის მამა, რომელსაც შვილთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს, მედიის საშუალებით სიძესა და ქალიშვილს შერიგებას სთხოვს, რათა შვილიშვილის ნახვის საშუალება მიეცეს. ამ ინფორმაციას FOX NEWS-ი ავრცელებს.

პარალელურად კი, თომას მარკლი მათ აკრიტიკებს და არაკეთილსინდისიერებასა და თვალთმაქცობაში სდებს ბრალს. კერძოდ, თომას მარკლის განცხადებით, მას ჰქონდა იმედი, რომ პატარა არჩის ნახავდა ან, სულ მცირე, მის ფოტოს აჩვენებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. „ვისურვებდი, რომ არჩის ჩარჩოში ჩასმული ფოტო კედელზე მქონდეს“, – განაცხადა მან.

კულუარული ინფორმაციით, 38 წლის მეგანმა მტკიცედ გადაწყვიტა მამასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს.

ასევე, სამეფო წყვილის ერთობლივი არჩევანია, რომ 74 წლის თომასმა 4 თვის შვილიშვილი არჩი არ ნახოს.

„ეს მეგანისთვის რთულია, მაგრამ საჭირო, რათა საკუთარი თავი, შვილი და ქმარი დაიცვას“, – აღნიშნავენ მეგან მარკლის გარემოცვაში.

მამა-შვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თომას მარკლმა მეგანისა და პრინც ჰარის ქორწილისთვის პაპარაცები დაიქირავა და მათთან შეუთანხმებელი ფოტოები გადააღებინა. როგორც შემდეგ თომასმა აღნიშნა, ამ ფაქტს ინანიებს, თუმცა, მისი თქმით, ამ ფოტოებით სურდა, რომ საკუთარი იმიჯი გამოესწორებინა. მეგანს მამასთან არც მანამდე ჰქონდა იდეალური ურთიერთობა.

როგორც თომასი პრესასთან აცხადებდა, მეგანი კოლეჯში სწავლის პერიოდიდანვე ცდილობდა მასთან კონტაქტის შეზღუდვას, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა შვილის სწავლისა და მოგზაურობების დასაფინანსებლად.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პირველ შვილს სახელად არჩი დაარქვეს. ახალშობილის სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილს ვაჟი 6 მაისს შეეძინა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ არჩი საზოგადოებას 8 მაისს გააცნეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close