BBC: არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია

არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია და ეს გლობალური დათბობის მასშტაბებს ზრდის, – ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, მყინვარები დნება, ტყეები მცირდება და ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, პოლარული დათვები ბუნებრივ ადგილსამყოფელზე საკვების დეფიციტის გამო უკვე ქალაქებში დაეხეტებიან და მთლიანად რეგიონში ტემპერატურა ისე სწრაფად იწევს მაღლა, რომ მკაფიო გავლენას ახდენს ყინულსა და თოვლზე, შესაბამისად – ოკეანეზე.

„არქტიკა ახლა უკვე მხოლოდ ყინულს კი არ კარგავს, პირდაპირ იწვის“, – ნათქვამია სტატიაში და მაგალითად ციმბირის, ალასკისადა გრენლანდიის ტყის ხანძრებია მოყვანილი.

ხანძრები ეკოსისტემაში ბუნებრივი მოვლენაა და უფრო მეტიც, ხანდახან საჭიროც კი, რადგან ბიომრავალფეროვნების განვითარების ციკლს უწყობენ ხელს, მაგრამ არა – არქტიკაში და არა – ამ მასშტაბით.

„ნახშირორჟანგის მომატების წინაშე ვდგავართ“, – აცხადებენ სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ არქტიკის დნობა გლობალური დათბობის შეჩერების აუცილებლობას კიდევ უფრო აშკარას ხდის.

მეცნიერების თქმით, კლიმიტის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ახალი ტყეების გაშენებაა.

წყარო: info9.ge

კომენტარები