WIZZ AIR-ი ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებებს ამატებს – რა ეღირება ბილეთი?
ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ქუთაისიდან ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით ფრენებს ამატებს. ამასთან, ავიაკომპანიამ უკვე დააანონსა ქუთაისიდან ნიცის მიმართულებით ფრენის დაწყება და მილანის მიმართულებით ფრენის სიხშირის ზრდა.
ახალი მიმართულებებით ბილეთების შეძენა wizzair.com-ზე 77.99 ლარიდან/24.99 ევროდან არის შესაძლებელი. კერძოდ, ბოლონიაში ფრენები 2019 წლის 23 ნოემბრიდან დაიწყება და ბილეთის ფასი 24.99 ევრო იქნება, კიოლნში – 2020 წლის 1-ლი ივლისიდან და ბილეთის ფასი 29.99 ევრო იქნება.
Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7- წლიანი წარმატებული მუშაობის, მეოთხე და მეხუთე ბაზირებული თვითმფრინავის განთავსებისა და 12 ახალი მიმართულების დაანონსებიდან ორი თვის შემდეგ, Wizz Air-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე გაფართოებას განაგრძნობს.
Wizz Air-ი უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცის მიმართულებას 2019 წლის 12 დეკემბრიდან იწყებს, ხოლო ქუთაისი-მილანის მიმართულებით სიხშირეს 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში 4-მდე ზრდის. საერთო ჯამში WIZZ-ს ქუთაისიდან ფრენები 19 ქვეყანაში 41 მიმართულებით ექნება.
2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება უკვე ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია „ვიზეარის“ პირველი ბაზა გაიხსნა.
კომენტარები