საქართველომ ფაროსანა დაამარცხა (ვიდეო)
საქართველომ 2,5-წლიანი ბრძოლის შემდეგ აზიური ფაროსანა დაამარცხა – მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე ცივი შესხურებით დამუშავებულია 8546 ჰექტარი ფართობი, დამონტაჟებულია 3061 ფერომენი და 40 000-ზე მეტი ხაფანგი.
ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს მავნებელი მწერი რუსეთიდან შემოვიდა, სადაც ის, სავარაუდოდ, ჩინეთიდან მოხვდა – სოჭში 2014 წელს გამართული ოლიმპიადის დროს ჩინეთიდან ჩამოტანილ საცხოვრებელ კონტეინერებსა და სხვადასხვა ნივთს შემოჰყვა. მწერმა 2016 წელს ქართველი ფერმერები თხილის მოსავალის მხრივ მნიშვნელოვნად აზარალა. ფაროსანა თხილის გარდა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობასაც აზიანებს, ამ მავნებლის გავრცელების ძლიერი აფეთქების დროს შეიძლება მოსავლის 70%-იც კი დაიკარგოს.
სახელმწიფომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 2017 წელს დაიწყო. ამ წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ბიუჯეტმა 31 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2018 წელს – 13 მილიონი, 2019 წელს კი – 45 მილიონი ლარი.
კომენტარები