მსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ხანძრის სალიკვიდაციოდ იტალიამ ორი თვითმფრინავი გაგზავნა

საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულ ევიაზე ფიჭვის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას საბერძნეთის ექვსი თვითმფრინავი, ექვსი ვერტმფრენი და 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ხანძრის სალიკვიდაციოდ იტალიამ კუნძულზე ორი თვითმფრინავი გაგზავნა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი 11 კილომეტრზეა მოდებული. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი და სიცხე უწყობს ხელს. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლებამ ოთხი სოფლის და რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

კუნძული ევია ათენიდან 110 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close