მსოფლიოჯანმრთელობა

როგორ შეიძლება შევამციროთ დემენციის რისკი

მეცნიერთა განცხადებით, თითქმის ყველას შეუძლია შეამციროს დემენციის (რომლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ალცჰაიმერის დაავადება) რისკი მაშინაც კი, თუ ამ დაავადების განვითარების ალბათობა მაღალია გენეტიკური მონაცემების გამო. ამისთვის საჭიროა ჯანსაღ ცხოვრების წესს მივდიოთ. კვლევის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექსეტერის უნივერსიტეტის (University of Exeter, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა დაახლოებით 200 000 ადამიანზე ჩაატარეს კვლევა და მის მონაწილეებს შორის დემენციის რისკი თითქმის მესამედით შემცირდა. შედეგები ალცჰაიმერის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს.

კვლევის დროს სპეციალისტებმა მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების წესი განუსაზღვრეს, რაც გულისხმობდა ვარჯიშსა და შესაბამის კვებას (დიეტას). დემენციის რისკი შეუმცირდათ კვლევაში მონაწილე იმ ადამიანებს, რომლებიც: არ ეწეოდნენ სიგარეტს; ვარჯიშობდნენ (ასრულებდნენ ფიზიკურ აქტივობას) კვირაში ორსაათ-ნახევრის განმავლობაში; მიისდევდნენ დაბალანსებულ დიეტას (დღიურად სამ ულუფაზე მეტი ხილის და ბოსტნეულის, ასევე კვირაში ორჯერ თევზის ჭამა); იშვიათად მოიხმარდნენ გადამუშავებულ ხორცს; დღიურად მოიხმარდნენ მაქსიმუმ ერთ ჭიქა ლუდს.

არაჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს: სიგარეტის მოწევას, არარეგულარულ ვარჯიშს, კვირის განმავლობაში ცოტა რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღებას, ამის მაგივრად გადამუშავებული ხორცის ჭამას (სოსისები, ძეხვეული და ა. შ.), ასევე, სამ ულუფაზე მეტი ლუდის დალევას.

კვლევა, რომელშიც 64 წლის 196 383 ადამიანი მონაწილეობდა, 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალისტებმა გააანალიზეს მათი დნმ, რათა დემენციის წარმოქმნის გენეტიკური რისკის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ 1000 ადამიანში დემენციის 18 შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუ ისინი დაბადებულნი იყვნენ დემენციის მაღალი რისკის მქონე გენით და, ამასთან, არაჯანსაღად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ყოველ 1000 კაცზე 11-მდე შემცირდა, როდესაც ამ მაღალი რისკის მქონე ჯგუფში შემავალი ადამიანები ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევდნენ.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close