fbpx
მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც მოსახლეობა ყველაზე ნელი ტემპით იზრდება – მიზეზი მიგრაციაა

დღეისათვის დედამიწის მოსახლეობა 7,7 მილიარდ ადამიანს შეადგენს.

მიგრაციული კრიზისის, დასაქმების შესაძლებლობების ცვლილების, ომებისა და გვალვების გავლენით ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა იცვლება – ზოგიერთ ქვეყანაში სწრაფად იმატებს, ზოგან კი იკლებს.

გამოცემა The Business Insider-ი ცალკე გამოყოფს იმ 15 ქვეყანას, რომლებშიც 1950 წლის შემდეგ მოსახლეობის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ სიაში საქართველო მე-7 ადგილს იკავებს. გამოცემის მიერ დამუშავებული მონაცემებით, 1950 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ 0.18 პროცენტით იზრდება (პირველ ადგილზეა ლიტვა 0,03%-ით).

გამოცემა საქართველოში მოსახლეობის ზრდის დაბალი ტემპის მიზეზებზეც საუბრობს. „ერთ-ერთი მიზეზი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნაში დაწყებული მიგრაციაა, რაც დაახლოებით 1 მილიონს შეადგენს. კიდევ ერთი მიზეზი სელექციური აბორტია“, – წერს The Business Insider-ი.

წყარო: „ამერიკის ხმა“

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close