მსოფლიოპოლიტიკა

ტერეზა მეი მიდის – ცრემლიანი დამშვიდობება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს. მეიმ გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვერ მოახერხა პარლამენტის წევრების დარწმუნება, ბრექსიტთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობის მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებისთვის დაეჭირათ მხარი.

„მე მალე დავტოვებ პრემიერის პოსტს, რაც ჩემს ცხოვრებაში დიდი პატივი იყო. მე ვიყავი მეორე ქალი პრემიერი და არა – უკანასკნელი. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ გაბრაზებული ვარ, არამედ უაღრესად მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის ბოლოს ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-ის გაჭიანურებამ გამოიწვია. მეის თქმით, მისთვის ძალზე სამწუხაროა, რომ ბრექსიტის პროცესის დასრულება ვერ მოახერხა. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირიდან, ე. წ. ბრექსიტი მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ევროკავშირთან შეთანხმების დოკუმენტმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ბრიტანეთის ევროკავშირიდან დაურეგულირებელი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად, ბრიუსელთან შეთანხმებით, ბრექსიტი მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე გადაიდო (სხვათა შორის, 31 ოქტომბერი ჰელოუინის დღეა).

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მეიმ 2016 წელს დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა, რომელიც ბრექსიტის მოწინააღმდეგე იყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ამავე თემაზე: ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებას

ნდობის ვოტუმის შედეგი: ტერეზა მეი „გადარჩა“, ბრიტანეთი ისევ ჩიხშია  

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close