კინო/ფილმებიკულტურა

„თეთრი ქარავანი“ – კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“, რომელიც 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალაზე ისევ აჩვენეს.

მაშინ საბჭოთა ცენზურის გამო კინოფესტივალზე ფილმის შემქმნელები ვერ გაემგზავრნენ. წელს კი ელდარ შენგელაია კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთ მთავარი როლის შემსრულებელთან, იმედო კახიანთან ერთად გამოჩნდა.

წელს „თეთრი ქარავანი“ სექციაში „კანი კლასიკა“ (Cannes Classics) იყო წარმოდგენილი.

Cannes Classics 2004 წლიდან არსებობს და კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა მაყურებელმა ხელახლა აღმოაჩინოს ეს ნამუშევრები.

კანის კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა და 25 მაისამდე გაგრძელდება – სწორედ ამ დღეს გამოაცხადებენ გამარჯვებულებს.

წყარო: 1 tv.ge

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ამავე თემაზე: საქართველო კანის 72-ე კინოფესტივალზე, 14 მაისიდან

საინტერესო ფაქტები კანის კინოფესტივალის შესახებ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close