ჩრდილოეთ მაკედონიაში 21 აპრილს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ქვეყნის სახელწოდების გადარქმევის შემდეგ, ამიტომ ამ არჩევნებს ექსპერტები აფასებენ, როგორც ერთგვარ რეფერენდუმს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის მეთაურს უფლება არ აქვს დაბლოკოს პრესპის შეთანხმება.
21 აპრილს გამართულ კერჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი, ამიტომ ჩრდილოეთ მაკედონიაში 5 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პროდასავლური ორიენტაციის სტევო პენდაროვსკი და მისი კონსერვატორი ოპონენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა. ბიულეტენების 99,96 %-ის დათვლის შემდეგ პენდაროვსკიმ ხმების 42,84% მიიღო, სილიანოვსკა-დავკოვამ – 42,24%.
სტევო პენდაროვსკი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია, ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საბერძნეთთან შეთანხმების მტკიცე მომხრე იყო. ამ შეთანხმევამ მაკედონიას გზა გაუხსნა ევროკავშირისა და ნატოსკენ.
კონსერვატიული შეხედულებების სამართლის პროფესორი სილიანოვსკა-დავკოვა, რომელიც დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს და ცნობილია თავის შეურიგებელი პოზიციით სახელწოდება „მაკედონიის“ „ჩრდილოეთ მაკედონიით“ შეცვლასთან დაკავშირებით. თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგი შეგნებულად არ ამბობდა სიტყვა „ჩრდილოეთს“, თუმცა ქალბატონი გორდანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
ექსპერტთა აზრით, სტევო პენდაროვსკი ფავორიტია, თუმცა არჩევნების მეორე ტური უფრო კარგად აჩვენებს ქვეყანაში არსებულ განწყობებს მის სახელწოდებასთან დაკავშირებით.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ქვეყნის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ პირდაპირი საყოველთაო ფარული კანჭისყრით.
ნიკო აბაშიშვილი
მსგავს თემაზე: ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატოს 30-ე წევრი ხდება
„მაკედონიის საკითხი“: რა საფრთხეს ხედავენ ბერძნები პრესპის შეთანხმების რეალიზაციაში?
„ჩვენ ევროპა არ ვართ… ეს მაკედონიაა!“ – მცირე ინციდენტი, რომელიც ჩვენს ჟურნალისტს შეემთხვა
კომენტარები