იტალიასაზოგადოება

რატომ დააჯარიმა იტალია ევროკავშირმა 548 მლნ ევროთი? 

ევროკავშირის ბიუჯეტში იტალიამ ჯარიმის სახით 548 მლნ ევრო გადაიხადა (2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემები) გარემოს დაცვის ნორმების შეუსრულებლობისა და დანაგვიანების გამო. ამის თაობაზე ADNKRONOS-ი წერს ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით.

იტალიასთან დაკავშირებით 17 საქმის წარმოება დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიაზე 43 საინსპექციო ჯგუფი იმყოფება – ამ მაჩვენებლებით იტალია ევროკავშირში პირველ ადგილზეა.

204 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა იტალიას არასანქცირებული ნაგავსაყრელების გამო მოუწია, 151 მლნ ევრო კი ქვეყანამ სამხრეთ რეგიონში  – კამპანიაში (ნეაპოლი) ნარჩენების მართვის სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემების გამო გადაიხადა.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close