საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

მართვის მოწმობის ვადის გაგრძელების ახალი ფასი საბერძნეთში – ვის მოუწევს 108 ევროს გადახდა?

საბერძნეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურ ცირკულარში, რომელიც ახლახან გამოვიდა, განმარტებულია, რომ შეიქმნა მართვის მოწმობის გაცემის და მოქმედების ვადის გაგრძელების ახალი რეესტრი.

108 ევროს (60 ევრო წინასწარ, გამოცდის ჩაბარებამდე) გადახდა მოუწევს 74 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს, რომელსაც მართვის მოწმობის ვადის გაგრძელება სურს. ამისთვის მან გამოცდაც უნდა ჩააბაროს.

აი, ფასები რეესტრის მიხედვით:

*50 EUR (e-παράβολο 23) – სახელმწიფო გადასახადი მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად.
*10 EUR (e-παράβολο 23) – მართვის მოწმობის გამოცდაზე გასასვლელად.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, დამატებით კიდევ იხდის თანხას საბუთის ასაღებად:

*30 EUR (e-παράβολο 28) – მართვის მოწმობის საბუთის დასაბეჭდად.
*18 EUR – ფიქრირებული გადასახადი, მოსაკრებელი ΤΣΑ.

ანუ სულ მოწმობის განახლება ხანდაზმულ მოქალაქეს უჯდება 108 ევრო.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close