ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – გაკვეთილი მესამე
დიალოგი, რომელსაც მესამე გაკვეთილში წარმოგიდგენთ, დაგეხმარებათ გაარკვიოთ, სადაურია ადამიანი, სად ცხოვრობს და არის თუ არა დაოჯახებული.
სანამ ვიდეოს ნახავთ, ტრადიციულად წაიკითხეთ დიალოგის ტექსტი:
Από που είσαι (აპო პუ ისე) – სადაური ხარ?
Είμαι από την Ελλάδα (იმე აპო ტინ ელადა) – მე საბერძნეთიდან ვარ.
Που μένεις (პუ მენის) – სად ცხოვრობ?
Μένω στην Αθήνα (მენო სტინ ათინა) – ათენში ვცხოვრობ.
Είσαι παντρεμένος (ისე პანტრემენოს) – დაქორწინებული ხარ ?
Ναι, είμαι (ნე, იმე) – დიახ, ვარ.
Έχεις οικογένεια (ეხის იკოგენია) – გყავს ოჯახი?
Μάλιστα, έχω (მალისტა, ეხო) – ცხადია მყავს.
Πώς λένε την γυναίκα σου (პოს ლენე ტინ გინეკა სუ) – რა ჰქვია შენს მეუღლეს?
Τη γυναίκα μου τη λένε Μαρία (ტი გინეკა მუ ტი ლენე მარია) – ჩემს მეუღლეს ჰქვია მარია.
აქვე წარმოგიდგენთ ბერძნულ ანბანს. მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ ყოველი ასო-ბგერის სახელწოდება. ეს დაგეხმარებათ მართლწერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ვიდეო ნახეთ რაც შეიძლება ბევრჯერ და თავისთავად გაგიჯდებათ გონებაში ინფორმაცია.
იხილე მეორე გაკვეთილი:
კომენტარები