გაფრთხილება ამინდის შესახებ – 18 აგვისტომდე საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, – ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსთა პროგოზით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის, დედაქალაქ თბილისში, ასევე, 16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.



