ვიდეოსპორტი

საქართველომ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა (ვიდეო)

ევროტურნირის ბოლო დღეს კიდევ ერთი - მეოთხე ოქრო გურამ თუშიშვილმა მოიპოვა

თბილისში დღეს, 19 აპრილს დასრულდა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 16 აპრილს დაიწყო. ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარს კიდევ 2 მედალი შეემატა – ჩვენი გუნდის კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

კიდევ ერთი – ბრინჯაოს მედალი ილია სულამანიძემ (-100კგ) მოიპოვა.

საბოლოო ჯამში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედლით – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო – დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. 4 ოქრო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

2026 წლის ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100); გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ილია სულამანიძემ (100 კგ) მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში წელს მეორედ უმასპინძლა. პირველად ეს ტურნირი თბილისის სპორტის სასახლეში 2009 წელს ჩატარდა.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტი ქალი პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონიც გახდა (ვიდეო)

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close