ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20 – 26 აპრილი
✨ამ კვირაში უპირატესობა ენიჭება გონივრულ გადაწყვეტილებებს. მზე უკვე მტკიცედ იმყოფება კუროში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილურობის, ფულის, სახლის, ნაცნობობისა და პირადი კომფორტის საკითხები ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. ამავდროულად, მერკურისა და ვენერას გავლენა გაზრდის კომუნიკაციის, შეთანხმებების, მეგობრობისა და ძველი კავშირების მნიშვნელობას, რომლებიც შეიძლება ხელახლა წამოიჭრას.
ამ კვირაში ცაზე შვიდი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება.
🔥20 აპრილი, მარსი-სატურნის შეერთება – ძველი ასტროლოგები ამ წყვილ პლანეტას ბოროტმოქმედს უწოდებდნენ და მიაჩნდათ, რომ მათი შეერთებისას შესაძლოა მოხდეს სტრესთან, სერიოზული დაბრკოლებების გადალახვასა და რისკთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მოვლენები. ამ ასპექტის სიმბოლური მნიშვნელობა, ერთი მხრივ, აერთიანებს აქტივობისა და მოძრაობის სურვილს, მეორე მხრივ, ძლიერ შემაფერხებელ გავლენას ახდენს. ეს შეიძლება შევადაროთ მანქანას, რომელიც ღრმა ჩიხშია ჩარჩენილი.
⚡ დაძაბული ენერგია
🚧 დაბრკოლებები და შეფერხებები
🚗 „გაჭედილი მანქანის“ ეფექტი – მოძრაობა გინდათ, მაგრამ რაღაც გაჩერებთ.
🧠 20 აპრილი, მერკური-სატურნის შეერთება – ეს აპექტი დადებითად მოქმედებს ინტელექტზე, რაც აზროვნებას უკიდურესად ზუსტს, კონკრეტულსა და ობიექტურს ხდის. ის სერიოზულ ანალიტიკურ სამუშაოზე მიუთითებს. აზროვნების სიჩქარე შეიძლება შენელდეს, მაგრამ მოვლენების ღრმად გააზრებისა და სერიოზული დასკვნების გამოტანის უნარი გაძლიერებულია.
📊 მკაფიო და ობიექტური აზროვნება
📉 ნელი, მაგრამ ღრმა ანალიზი
📚 იდეალური დრო სერიოზული გადაწყვეტილებებისთვის
⚔️ 20-21 აპრილი, მერკური-მარსის შეერთება – ამ ასპექტმა შეიძლება ინტელექტუალური და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება გამოიწვიოს, თუმცა მოსალოდნელია უარყოფითი მომენტებიც, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გაზრდილ კრიტიკულობასთან, სარკაზმსა და ცილისწამებასთან. ამ ასპექტის მქონე ადამიანები შეიძლება განსაკუთრებით მგრძნობიარენი იყვნენ სხვების ნაკლოვანებებისა და შეცდომების მიმართ და აკრიტიკებდნენ მათ. ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.
🗣️ მკვეთრი კომუნიკაცია.
😏 სარკაზმი და კრიტიკა იზრდება.
⚠️ კონფლიქტების რისკი – სიტყვები აკონტროლეთ!
💖 24 აპრილი, ვენერა-ურანის შეერთება – ამ ასპექტმა შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო ემოციები, რომელიც ერთი ნახვით სიყვარულზე მიანიშნებს. სწორედ ახლა შეიძლება წარმოიშვას ახალი გრძნობები, რომლებიც შესაძლოა საოცრად ძლიერი და ორიგინალური აღმოჩნდეს. ეს არის ახლისა და უჩვეულოს ტრიუმფის დრო.
💘 მოულოდნელი გრძნობები
✨ ერთი ნახვით შეყვარება
🎨 სიახლეებისა და განსხვავებულის პერიოდი
🌞 25 აპრილი, მზე-პლუტონის კვადრატი – ინტენსიური ბრძოლის ასპექტია. მოსალოდნელია კონფლიქტი შემთხვევით ნათქვამი სიტყვის გამო. ზოგადი რჩევა: შეეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი, მშვიდობიანი ცხოვრების წესი და მოერიდოთ პროვოკაციებს.
🔥 დაძაბული ემოციები
⚠️ კონფლიქტი შეიძლება უმნიშვნელო მიზეზითაც დაიწყოს.
🧘 რჩევა: შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
🗯️ 26 აპრილი, მერკური-იუპიტერის კვადრატი – ამ დაძაბულ ასპექტს შეუძლია დამანგრეველი გავლენა მოახდინოს ადამიანის აზროვნებაზე, რაც მას კონფრონტაციულ და დაუფიქრებელ ადამიანად აქცევს. ვარსკვლავები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ განსჯისგან ამ ასპექტის დროს, რათა სიტყვებმა კონფლიქტი არ გამოიწვიოს. ამპერიოდში შესაძლოა იუმორი დაცინვად აღიქმებოდეს.
📢 დაუფიქრებელი სიტყვები
⚡ გადაჭარბებული რეაქციები
❗ იუმორი შეიძლება შეურაცხყოფად აღიქმებოდეს.
🌊 26 აპრილი, ვენერა-ნეპტუნის სექსტილი – ეს ასპექტი აძლიერებს ადამიანის ინტუიციას და აკავშირებს მას დახვეწილ ფსიქოლოგიურ ვიბრაციებთან. ამ ასპექტის გავლენით ბევრს შეიძლება ხელოვნების, განსაკუთრებით მუსიკისა და მხატვრობის მიმართ მიზიდულობა გაუჩნდეს, თუმცა ამ ასპექტის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება დაკავშირებულია საყვარელ ადამიანებს შორის სიყვარულისა და სითბოს გრძნობების გაძლიერებასთან. სენსუალურობა და თანაგრძნობა ძლიერდება.
💞 ემპათია და სითბო
🎶 ხელოვნებისადმი მიდრეკილება
💫 ინტუიციის გაძლიერება
♈ ვერძი
ამ კვირაში შეეცადეთ, შეზღუდოთ თქვენი ამბიციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ავტორიტეტი შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. სამსახურში უნდა გადაამოწმოთ შემომავალი ინფორმაცია და თავიდან აიცილოთ ნაადრევი დასკვნების გამოტანა. ეცადეთ, უფროსთან მოულოდნელი შეხვედრა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ფრთხილად იყავით, ილუზიების სამყაროში არ ჩაეფლოთ. მოერიდეთ სენტიმენტალურობას.
შაბათ-კვირას შეიძლება საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ სახლის რემონტთან დაკავშირებით.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 22.
♉ კურო
ამ კვირაში თქვენი ქმედებების წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია მათ სიზუსტესა და თანმიმდევრულობაზე. თქვენი მხიარულება და ოპტიმიზმი კვლავაც მიიზიდავს ადამიანებს და ხელს შეუწყობს თქვენს მზარდ პოპულარობას. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა, გაიძლიერეთ თქვენი პოზიცია არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერადაც. ეცადეთ, მეტი დრო გამონახოთ საკუთარი თავისთვის და ირგვლივ მყოფებთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანოთ. ახლა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონიის პოვნა.
შაბათ-კვირას მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, ის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 24, 26.
არასასიკეთო დღე: 23.
♊ ტყუპი
ტყუპები კვირას არეულობის განცდით დაიწყებენ და წარმატებული კომუნიკაციით გააგრძელებენ. იფიქრეთ მომავალზე, თქვენი გეგმები და სანუკვარი ოცნება რეალობად იქცევა. თქვენი გრაფიკი მოქნილი იქნება და გექნებათ დრო არა მხოლოდ სამუშაოდ, არამედ თქვენი შემოქმედებითი მხარისა და პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. სიყვარულში ფლირტი აღდგება, მეტი იურთიერთეთ, ისეირნეთ და შეხვდით მეგობრებს. შეეცადეთ, სტრესი მოიხსნათ.
შაბათ-კვირას ნუ მიეცემით ილუზიებს და მოერიდეთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 21.
♋ კირჩხიბი
ეს კვირა მრავალი თვალსაზრისით გამოწვევებითა და სტრესით იქნება სავსე, მაგრამ თქვენი ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის. შესაძლებელია გავლენიანი მფარველების დახმარება და მომგებიანი ბიზნეს შესაძლებლობები. როგორც ჩანს, რაღაც ან ვიღაც გიბიძგებთ, რომ სამყარო სხვაგვარად შეხედოთ. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი თქვენს პიროვნულ ზრდას და გააძლიეროს თქვენი გრძნობები. სამსახურში უმჯობესია უარი თქვათ არასაჭირო პასუხისმგებლობებზე, ხოლო პირად ცხოვრებაში მოერიდეთ ბუნდოვანებას.
შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 22.
♌ ლომი
აუცილებლად უნდა აპატიოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს მათი მცირე სისუსტეები, ყველას არ აქვს თქვენი მსგავსი შეუპოვრობა და მონდომება მიზნის მისაღწევად. სავარაუდოდ, პარასკევამდე მაქსიმალურად იქნებით დაკავებული, წარმატებები გელით ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაში. პირად ურთიერთობებში კი ჰაერივით გჭირდებათ საყვარელი ადამიანის სითბო, ალერსი და თანადგომა. ყველაფერს მიიღებთ თუ ემოციებს არ აყვებით და გონივრულად მოიქცევით.
შაბათ-კვირა იდეალური დროა თეატრში სტუმრობისთვის ან გამოფენების მოსანახულებლად.
სასიკეთო დღეები: 24, 26.
არასასიკეთო დღე: 21.
♍ ქალწული
საქმიან პარტნიორებთან კომუნიკაციამ და ერთობლივმა პროექტებმა შესაძლოა თქვენი დროის უმეტესი ნაწილი წაგართვათ. ზარები, ინფორმაციის ზვავი, მოლაპარაკებები – ეს ყველაფერი მოითხოვს მკაფიო და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ზედმეტად დაიტვირთოთ. ფინანსები მოითხოვს სიზუსტეს მცირე დეტალებში, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ხარჯებში. ურთიერთობაში არა სიტყვები, არამედ კონკრეტული ქმედებებია ბევრი რამის მთქმელი.
სასურველია შაბათ-კვირა სახლში ოჯახთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 23, 24.
არასასიკეთო დღე: 20.
♎ სასწორი
ამ კვირაში შესაძლოა, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ მაცდურ შესაძლებლობებს შორის, მაგრამ გახსოვდეთ, ნუ ეძებთ კარგს, როცა ყველაფერი კარგადაა. სწორი არჩევანის გაკეთება დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ, უმჯობესია, რჩევა მიიღოთ. მოქმედებამდე კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონოთ. ეს იდეალური დროა პარტნიორებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ვალების დასაფარად.
შაბათ-კვირას, შესაძლოა, მცირე საოჯახო საქმეებმა დროის უმეტესი ნაწილი წაგართვათ, შეეცადეთ დასვენება მოახერხოთ.
სასიკეთო დღეები: 21, 24.
არასასიკეთო დღე: 23.
♏ მორიელი
ამ კვირაში სასიამოვნო სიურპრიზები და პროექტების წარმატებული დასრულება გელოდებათ, თქვენს ბიზნესში კი პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. კვირის შუა რიცხვებში დროს იპოვით რეფლექსიისა და ფილოსოფიისთვის. ინიციატივა გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო საკითხებში. მოერიდეთ ნებისმიერ სარისკო შეთავაზებას. წარმატებას მიაღწევთ ისეთ რთულ ამოცანების გადაწყვეტისას, როგორიცაა დასასვენებელი სახლის პოვნა ან რემონტისთვის სპეციალისტების დაქირავება. პირად ცხოვრებაში მიზიდულობა გაძლიერდება.
შაბათ-კვირას ისიამოვნეთ ოჯახური სითბოთი.
სასიკეთო დღეები: 22, 25.
არასასიკეთო დღე: 24.
♐ მშვილდოსანი
ეს კვირა შეიძლება მდიდარი იყოს შეხვედრებით თქვენთვის პროფესიულად მნიშვნელოვან ადამიანებთან. ყველა შეხვედრა სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ შეეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში შესაბამისად მოიქცეთ. კარგი პერიოდია ახალი ადამიანების გასაცნობად, მოგზაურობისთვის და განწყობის გასაუმჯობესებლად. ამ დღეებში თქვენთვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია სასარგებლო და ძალიან საჭირო იქნება.
შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ და განიტვირთეთ კომფორტულ გარემოში.
სასიკეთო დღეები: 20, 26.
არასასიკეთო დღე: 23.
♑ თხის რქა
შესაძლოა, ეს კვირა თქვენთვის ძალიან რთული და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდეს. სასურველი შედეგის მისაღწევად დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. სამშაბათს ენდეთ თქვენს ინტუიციას და ის არ გაგიცრუებთ იმედებს. ოთხშაბათს შესაძლოა მტრები და კონკურენტები გააქტიურდნენ. კვირის მეორე ნახევარში მეგობრები და კოლეგები დაგეხმარებიან სიტუაციის გამოსწორებაში და ერთობლივი ძალისხმევით სასურველ კომპრომისს მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში განსაკუთრებით მიგიზიდავთ გულწრფელი და მშვიდი ადამიანი.
შაბათ-კვირას შეეცადეთ ოჯახურ საკითხებში თქვენი პოტენციალის რეალიზება.
სასიკეთო დღეები: 21, 23
არასასიკეთო დღე: 22.
♒ მერწყული
მერწყულისთვის ეს კვირა სტრესული, მაგრამ პროდუქტიული იქნება. გეგმები შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს, მაგრამ სწორედ ამ ქაოსში გაჩნდება ახალი შანსი, ახალი იდეა ან სასარგებლო კონტაქტი. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს გასაკვირი სიმარტივით, თუ მათ ნათლად დაისახავთ და ეცდებით, მარტო არ დარჩეთ. ეცადეთ, სახლში კომფორტული გარემო შექმნათ, მოერიდეთ რემონტის დაწყებას ან საყვარელ ადამიანებთან კამათს.
ეცადეთ, მიმდინარე საქმეები შაბათ-კვირამდე დაასრულოთ და ამ დღეებში ოჯახთან ერთად კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 20, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
♓ თევზები
ამ კვირაში შეგიძლიათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ, უბრალოდ სწორი მიმართულება უნდა აირჩიოთ. თქვენი ენერგიული აქტივობა საკმაოდ წარმატებული იქნება, მაგრამ მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, რადგან ამან შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ – ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ!
შაბათ-კვირას პარკში ან სოფლად გაისეირნეთ, გაზაფხულის ჰაერი შეისუნთქეთ, ბუნებასთან კავშირი გჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 20, 24.
არასასიკეთო დღე: 21.
თამთა გურული



