საზოგადოებასაქართველო

2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები ახალი ელექტრონული მოწმობებით უფასოდ ჩანაცვლდება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა.

„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close