ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლის“ მწვრთნელი: „კვარაცხელია ბუნებით ჩემპიონია, შესაძლოა ის სხვა პოზიციაზე ვათამაშოთ“

„მასპინძლებს გამარჯვება განსაცვიფრებელმა კვარაცხელიამ მოუტანა“ - უცხოურ მედიაში ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ვერონასთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა ქართველ ნახევარმცველს პოზიცია შეუცვალონ.

„ადვილი არ არის ისეთი თამაშის მოგება, როდესაც მატჩის მსვლელობისას მარცხდები და მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებ. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებით. ვცდილობ, ფეხბურთელებს ვაგრძნობინო, რომ მათი ბოლომდე მჯერა და დღეს გამოჩნდა, რომ არ ვცდები.

კვარაცხელია ბუნებით ჩემპიონია, მან ეს გასულ სეზონში უკვე დაამტკიცა. თუმცა იტალიაში ძალიან დაკვირვებულები ვართ – როგორც კი მოთამაშე გამორჩეული ხდება, მის თამაშს ვსწავლობთ და ვცდილობთ, კარგად ასპარეზობის საშუალება არ მივცეთ, ვანერვიულოთ.

მაგრამ ხედავთ, რომ ხვიჩას უზარმაზარი კლასი აქვს, დღეს ძალიან მომეწონა მისი თამაში, ცენტრში გადავიყვანეთ და უმაღლეს დონეზე ითამაშა. ვფიქრობ, მომავალში კიდევ მოგვიწევს ამის გაკეთება – უნდა შევძლოთ მისი გამოყენება ისე, რომ მეტოქის დაცვის მარწუხებში არ მოხვდეს.

ისეთი განცდა მაქვს, რომ გოლის გატანის შემდეგ კვარაცხელია, მორალური თვალსაზრისით, ჩიხიდან გამოვიდა. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ვალტერ მაძარიმ.

უცხოურ მედიაში ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ და მაღალი შეფასებები მისცეს 

„ნაპოლიმ“ სერია A-ს აუტსაიდერი „ვერონა“ მატჩის ბოლოს გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა. მასპინძლებს გამარჯვება განსაცვიფრებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოუტანა. დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ქართველმა თავდამსხმელმა შორი მანძილიდან შესანიშნავი დარტყმით და ულამაზესი გოლით აღნიშნა“, – წერს Eurosport-ი სტატიაში, სათაურით „მასპინძლებს გამარჯვება განსაცვიფრებელმა კვარაცხელიამ მოუტანა“.

„ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის ბოლოს განსაცვიფრებელი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ „ვერონას“ დამარცხებაში დაეხმარა. 87-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო და ისე ჩანდა, რომ „ვერონა“ ნეაპოლელებს ღირებულ ქულებს დააკარგვინებდა, მაგრამ კვარაცხელიამ შორიდან დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, – წერს Reuters-ი („კვარაცხელიას დარტყმით „ნაპოლიმ“ „ვერონას“ მოუგო“).

„ნაპოლის“ კვარაცხელიას ჯადოქრობა დასჭირდა, რომ „ვერონა“ დაემარცხებინა. 23-ე ტურის მატჩი ნეაპოლელებმა 87-ე წუთზე გატანილი ბურთით მოიგეს – ქართველმა გუნდს გამარჯვება შესანიშნავი დარტყმით მოუტანა“, – ეს კი Lega Serie A-ს შეფასებაა („გასაოცარი კვარა“).

1tv.ge-ს მიხედვით

ამავე თემაზე: „კვარა ისევ ანთებს შუქს „სტადიო მარადონაზე“. ქართველის გმირობა „ნაპოლის“ საშუალებას აძლევს, დაამარცხოს „ვერონა“ – იტალიური მედია (ვიდეო)

„კვარა ისევ ანთებს შუქს „სტადიო მარადონაზე“. ქართველის გმირობა „ნაპოლის“ საშუალებას აძლევს, დაამარცხოს „ვერონა“ – იტალიური მედია (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close