რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასპორტი

90 წლის იტალიელმა ქალმა სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

90 წლის იტალიელმა მძლეოსანმა ემა მარია მაცენგამ (Emma Mqazzenga) სირბილში ქალთა შორის W90 ასაკობრივ კატეგორიაში (90-95 წლის ქალები) ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ემამ იტალიის  ქალაქ პადუაში, დახურულ სივრცეში გამართულ შეჯიბრში 200-მეტრიანი დისტანცია 54,47 წამში დაფარა და 13 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა. წინა რეკორდის ავტორი იყო კანადელი მძლეოსანი ოლგა კოტელკო, რომელმაც 200-მეტრიანი დისტანცია 1 წუთსა და 0,72 წამში დაფარა.

„გამორჩეული შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ემამ ვარჯიში ერთი თვის წინ განაახლა 4-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ [მკერდის ძვლის] მოტეხილობის გამო. ეს შეუპოვრობის და სიმტკიცის საუკეთესო მაგალითია“, – ნათქვამია ვენეტოს რეგიონის მძლეოსნობის ფედერაციის განცხადებაში.

90 წლის სპორტსმენი ამბობს, რომ ახლა იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელიც ერთ თვეში გაიმართება. იგი იმედოვნებს, რომ რეგულარული ვარჯიშით ერთი წლის წინანდელ სპორტულ ფორმაში ჩადგება.

აღსანიშნავია, რომ 1933 წლის პირველ აგვისტოს დაბადებულმა ემა მაცენგამ სპორტული კარიერა 53 წლის ასაკში დაიწყო. ამ დროისთვის მას უკვე დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი, 6 ევროპის რეკორდი და 28 იტალიის რეკორდი,  არის უამრავი მსოფლიო, ევროპის თუ იტალიის ჩემპიონატების გამარჯვებული.

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე:

მეცნიერებმა დაადგინეს მაქსიმალური ასაკი, რომლამდე მიღწევაც ადამიანს შეუძლია

იტალიის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close