ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 29 იანვარი – 4 თებერვალი

იანვრის ბოლო დღეები ვენერას და მარსის ჰარმონიული ასპექტებით გაგვახარებს. განსაკუთრებით პოზიტიური პერიოდი დაიწყება ბიზნესმენებისთვის, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე პერიოდში რამდენიმე ამოცანა ერთდროულად გადაჭრან. ხელსაყრელი იქნება უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტები, რაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ფულად შემოსავალს მოიტანს. კარიერულ საკითხებს მორიელები და ვერძები წარმატებით მოაგვარებენ, მერწყულები კი შეუპოვრობის, ამბიციურობისა და თავდაჯერებულობის წყალობით მარტივად შეძლებენ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კვირის შუა პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქირურგიული ჩარევები, რომლებიც აუცილებლად წარმატებული იქნება, არამედ კომპლექსური დაავადებების მკურნალობის დაწყებაც. გამოკვლევები და შემდგომი დიაგნოსტიკა ასევე ეფექტიანი და დროული იქნება. გაითვალისწინეთ, რომ კარგად დასვენება არა მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენს კეთილდღეობას, არამედ ჰარმონიული ცხოვრებისათვის აუცილებელი შინაგანი ბალანსის მიღწევაშიც დაგეხმარებათ.

ამ კვირაში მნიშვნელოვანია არა მარტო პროფესიული აქტივობა, არამედ მცირე მოგზაურობები, ვიზიტები გამოფენებსა და მუზეუმებში ან, უბრალოდ, პარკებში სეირნობა. ასევე მნიშვნელოვანია დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა და მათთან ერთად დროის გატარება.

 

ვერძი

ამ კვირაში, დიდი ალბათობით, საკმაოდ კარგ ხასიათზე იქნებით, მიუხედავად ბევრი საქმისა სამსახურში, რადგან კმაყოფილებას მოგგვრით თქვენი მიღწევები და კარიერული წინსვლის პერსპექტივა.

სასურველია კოლეგების ინტერესების გათვალისწინება, ინიციატივის გამოჩენა და ახალი საინტერესო იდეების წინ წამოწევა. შეძლებთ, რომ მიაღწიოთ სრულყოფილ ბალანსს სამუშაოსა და სახლის საქმეებს შორის. ოჯახში ჰარმონია და სიყვარული ხელს შეუწყობს ცხოვრების ყველა სფეროში სტაბილიზაციას.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

 

კურო

ამ კვირაში ელოდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ცხოვრებაში. არახელსაყრელ გარემოებებთან ადაპტაციის უნარი დაგეხმარებათ, მართოთ ნებისმიერი სიტუაცია და საჭირო გადაწყვეტილება მიიღოთ.

კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა ძალიან კმაყოფილი დარჩეთ ახლო მეგობრებისგან მიღებული ინფორმაციით. თუ მოგზაურობას გეგმავთ, უმჯობესია ორშაბათი ან შაბათ-კვირა აირჩიოთ. კვირის ბოლოს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მაცდურ შემოთავაზებებთან დაკავშირებით. ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს – ჯერ კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ტყუპი

ამ კვირაში თქვენს საქმეში უპრეცედენტო წარმატების მიღწევას შეძლებთ, განსაკუთრებით, თუ შემოქმედებით სფეროში საქმიანობთ. მარტივი გადაწყვეტილებები მატერიალურ კეთილდღეობას გპირდებათ. პარტნიორებთან აზრთა გაცვლამ შეიძლება საქმიანობის ახალი სფერო გაპოვნინოთ. ეცადეთ, მოიშოროთ ეჭვები, ნეგატიური მოსაზრებები ადამიანებისა და სიტუაციების შესახებ, უფრო კეთილგანწყობილი და მომთმენი იყავით.

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით, შესაძლოა მიიღოთ წინადადება, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კირჩხიბი

საკმაოდ დატვირთული კვირა გექნებათ და ბევრი შესაძლებლობის რეალიზების საშუალება მოგეცემათ. სამშაბათს შესაძლოა საინტერესო სამუშაო შემოგთავაზონ. ოთხშაბათს დაუვიწყარი შეხვედრა გელით. ხუთშაბათს შეიძლება ძველი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ, რომლის მოგვარებაც დიდ დროს წაგართმევთ.

ადამიანი, რომელსაც ამ კვირაში გაიცნობთ, მოგვიანებით მნიშვნელოვან ადგილს დაუკავებს თქვენს ცხოვრებაში. კვირის ბოლოს ერთი დღე მაინც დაუთმეთ თქვენი სახლის დასუფთავებას და მოწესრიგებას. კვირას დაგეგმილი მოგზაურობა შესანიშნავად ჩაივლის.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ლომი

ამ კვირაში უმეტეს თქვენგანს კარგი შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს კარიერული მდგომარეობა. თქვენი პროექტი, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაიწყებს პოზიტიური შედეგების მოტანას და მენეჯმენტისგან ძალიან მაღალ შეფასებას მიიღებს, მაგრამ შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად უფრო ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს გარკვეული მატერიალური ზარალის რისკი.

ბევრ თქვენგანს მოუწევს ამ კვირაში ფოკუსირება საოჯახო საქმეებზე, პირად ცხოვრებაზე ან ახალ პირად ურთიერთობებზე.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 29.

 

ქალწული

კვირის დასაწყისში დიდი შრომა მოგიწევთ სასურველი შედეგის მისაღწევად. ენდეთ ინტუიციას და გამოიჩინეთ ინიციატივა, მაშინ გაჩნდება დაწინაურების შესაძლებლობა. ხუთშაბათს და პარასკევს უმჯობესია თავი აარიდოთ ხანგრძლივ მოგზაურობებსა და მივლინებებს, რადგან ისინი არ გაამართლებენ თქვენს მოლოდინს. შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ, მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ვინც სამუშაოს ეძებს, მომგებიან შემოთავაზებას მიიღებს.

ვარსკვლავების რჩევით, ამ პერიოდის ასტროლოგიური მდგომარეობა ხელს უწყობს დიეტის დაწყებას და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლას.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

სასწორი

ძალიან კარგი კვირაა თქვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. ბევრს ექნება შესაძლებლობა, დრო ოჯახთან ერთად გაატაროს. მოკლე ოჯახური მოგზაურობა დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში, საზრუნავებისგან თავის დაღწევასა და ენერგიით დამუხტვაში. პირად სფეროში ახალი საინტერესო მოვლენების დიდი ალბათობაა. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ.

კვირის ბოლოს მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, შეეცადეთ, იყოთ ნეიტრალური, მშვიდი და ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მორიელი

ამ კვირაში შეეცადეთ, მოიშოროთ ყველაფერი ზედმეტი, რაც ხელს გიშლით როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. კარგი დროა თქვენი მიზნებისა და გეგმების სრულად განახლებისთვის. მოერიდეთ აურზაურს და საკუთარ თავს და ქმედებებს კრიტიკულად და იუმორით შეხედეთ. პარასკევს შეეცადეთ, მოაწესრიგოთ საქმეები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ მისცეთ საშუალება სიბრაზეს ან უკმაყოფილებას, გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

პროფესიულ სფეროს რაც შეეხება, მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისთვის უახლოეს მომავალში სამსახურებრივი მივლინების ალბათობა დიდია.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 4.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში შესაძლოა ემოციურად რთული სიტუაციები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კონფლიქტებითა და გაუგებრობებით როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. ამან შეიძლება თქვენი თვითშეფასება გააუარესოს და მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირებაში ხელი შეგიშალოთ. ასეთი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება და პატივისცემა ოჯახის წევრებისა და კოლეგების მიმართ, ნუ გაამწვავებთ კონფლიქტს, პირიქით, ეცადეთ, საფუძველშივე აღკვეთოთ ყოველგვარი გაუგებრობა. თქვენი ფხიზელი, სამართლიანი ქმედებები და გულისხმიერება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ პრობლემები.

შესაძლოა შაბათ-კვირას თქვენი ცხოვრების წესს გადახედოთ და თანდათანობით დაიწყოთ მისი შეცვლა უკეთესობისკენ.

სასიკეთო დღეები: 31, 1.

არასასიკეთო დღე: 30.

 

თხის რქა

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვის. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ნებისმიერ თემაზე საუბარი ახლა უფრო სასიამოვნო იქნება, ვიდრე ოდესმე, თუმცა სამსახურში იყავით უფრო ფხიზლად და არ დაუშვათ თვითკმაყოფილებით ტკბობა, რადგან ზოგიერთი შურიანი ადამიანი ან კონკურენტი შეიძლება თქვენი კარიერის დანგრევას ცდილობდეს. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.

მთელი კვირის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს და თუ ის უხარისხო ან ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტებს შეიცავს, სიტუაცია რაც შეიძლება მალე უნდა გამოასწოროთ.

შაბათ დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ მეგობრებთან ერთად. კვირას სახლში დაისვენეთ და მომავალი კვირისთვის ენერგია აღიდგინეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მერწყული

ამ კვირაში დიდი ხნის პრობლემის გადასაჭრელად გონივრული მიდგომა გჭირდებათ. შეეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ, ისინი მხოლოდ ხელს შეგიშლიან. თქვენი ენერგია ყველაზე აქტუალური ამოცანის შესრულებაზე უნდა დახარჯოთ. პარასკევი შეიძლება უჩვეულოდ სასიამოვნო დღე აღმოჩნდეს, რადგან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა შედგება. გელოდებათ საკმაოდ ბევრი სიტუაცია, როდესაც შეძლებთ წარმატებით გამოიყენოთ თქვენი ბუნებრივი ნიჭი, შემოქმედებითი უნარები და ინტუიცია.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ და სულიერად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 4.

 

თევზები

თითქმის მთელი კვირის განმავლობაში კარგ ხასიათზე იქნებით, პროფესიულ სფეროში სასიკეთო ცვლილებები ოპტიმიზმით აგავსებთ. სამშაბათს მიმართეთ ხელმძღვანელობას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ოთხშაბათს თევზების ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ელოდება მოულოდნელი და სასიამოვნო შემობრუნება ურთიერთობებში. დროა ჩრდილიდან გამოხვიდეთ და თქვენი ხმა გააგონოთ, ვისაც საჭიროა. მოთმინება და თავშეკავება საშუალებას მოგცემთ, ყველა საკითხი იოლად მოაგვაროთ, ისინიც კი, რომლებიც თითქოს არ გამოგდიოდათ.

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და სიზმრებს: ისინი გიკარნახებენ, სად გელოდებათ წარმატება და ბედნიერება პირად ცხოვრებაში.

კვირის ბოლოს უმჯობესია, მშვიდ საქმეებს ან მეგობრებთან შეხვედრას დაუთმოთ, მათთან საღამოს გატარება კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 1.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close