ქართული ემიგრაცია ციფრებში – ოფიციალური სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ქართველი ემიგრანტების რაოდენობა უკვე 140 000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად საშუალოდ 18%-ით იზრდება.
ქართველთა ემიგრაციის მიზანი სხვადასხვაა, თუმცა, ძირითადად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ოჯახის კეთილდღეობას უკავშირდება.
2022 წლის მონაცემებით, ქვეყნების ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს შემდეგია:
- რუსეთი – 19 000-ზე მეტი
- საბერძნეთი – 14 000-ზე მეტი
- თურქეთი – 9000-ზე მეტი
- იტალია – 9000-ზე მეტი
- გერმანია – 6000-ზე მეტი
საქსტატის მონაცემებით, დაახლოებით 5000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს აშშ-ში, 3000 – ესპანეთში, 3200 – საფრანგეთში, ხოლო 12 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი გადანაწილებულია სხვადასხვა ქვეყანაში.
რაც შეეხება ემიგრანტების ასაკს, დაახლოებით შემდეგნაირად ნაწილდება:
- 20-34 წლის – 80 000 ქართველი
- 35-49 წლის – 41 700 ქართველი
- 50-65 წლის – 21 000 ქართველი
2022 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო და თანხამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პირველ ხუთეულში შემდეგ ადგილს იკავებენ იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქსტატის მონაცემებში საუბარია მხოლოდ იმ ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც უცხოეთში ლეგალურად ცხოვრობენ და რომელთა შესახებაც სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურს ოფიციალური ინფორმაცია აქვს.
კომენტარები