მსოფლიოსაზოგადოება

RIZZ – წლის სიტყვა გახდა ოქსფორდის ლექსიკონის ვერსიით, რას ნიშნავს?

სიტყვა «rizz» დიდი პოპულარობით სარგებლობს Z თაობის (დაახლოებით 1999 წლიდან 2012 წლამდე დაბადებულები) წარმომადგენლებს შორის

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონმა 2023 წლის სიტყვად დაასახელა «rizz», რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს Z თაობის (დაახლოებით 1999 წლიდან 2012 წლამდე დაბადებულები) წარმომადგენელთა შორის. წლის სიტყვის გასარკვევად ლექსიკონის გამომცემლობამ 32 000-მდე ლინგვისტს ჰკითხა აზრი.

Rizz ნიშნავს „რომანტიკულ მიმზიდველობას“, როდესაც ადამიანს აქვს სტილი, შარმი, ქარიზმა და მიმზიდველობა, რაც მას საშუალებას აძლევს, მოხიბლოს და აცდუნოს სექსუალური პარტნიორი.

Rizz – სხვა არაფერია, თუ არა სიტყვა „ქარიზმის“ (charisma) რადიკალურად შემოკლებული ფორმა.

ამ სლენგური სიტყვის გამოყენება შესაძლებელია ზმნის ფორმითაც შესაძლებელია. «To rizz up» ნიშნავს ზემოჩამოთვლილი თვისებების გამოვლენას, მათ შორის, განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენას მომხიბლავი საუბრით.

ამ სიტყვამ ფართო პოპულარობა მოიპოვა  TikTok-ის მომხმარებლებს შორის. კონტენტმა Rizz ჰეშტეგით ტიკ-ტოკში მილიარდობით ნახვა დააგროვა.

სიტყვა Rizz-მა პოპულარობის პიკს მიაღწია მიმდინარე წლის ივნისში მას შემდეგ, რაც იგი გამოიყენა „ადამიანი ობობას“ ვარსკვლავმა ტომ ჰოლანდმა. მან თქვა, რომ მას არ აქვს „რიზი“.

ტომ ჰოლანდი

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის (რომელიც ოქსფორდის დიდ ლექსიკონს გამოსცემს)  ენის ექსპერტებმა თავიდან აირჩიეს 8-სიტყვიანი სია, რომელშიც შედიოდა „swiftie“-ც; შემდეგ საზოგადოებას მიმართეს, რომ მათგან 4 ვარიანტი ამოერჩიათ ფინალისთვის, რის შემდეგაც ექსპერტებმა საბოლოო არჩევანი გააკეთეს და Rizz აირჩიეს.

Oxford Languages-ის პრეზიდენტის, კასპერ გრატვოლის განცხადებით, სიტყვა rizz-ის პოპულარობა ადასტურებს, რომ ინტერნეტ კულტურიდან წამოსული ფრაზები და სიტყვები სულ უფრო და უფრო შემოდის ყოველდღიურ ჟარგონში.

თუმცა სლენგურ გამოთქმებს ყველა ლექსიკონი როდის აღიარებს წლის სიტყვებად. მაგ., Collins Dictionary-ს შემდგენლებმა ნოემბერში 2023 წლის გამოთქმად „ხელოვნური ინტელექტი“ დაასახელეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close