ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტი

ნაილ ჰორანი: „ისეთი ამაყი ვარ შენით“ – ნინის ფანტასტიკური შესრულება THE VOICE-ის პირველ „ცოცხალ“ შოუში (ვიდეო)

ნინი ბრეგვაძის (Nini Iris) ბრწყინვალე გამოსვლამ ამერიკული „ვოისის“ პირველ ცოცხალ შოუში მაყურებლის და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნინიმ ამჯერად შეასრულა ინგლისური როკბენდის, The Cure-ის სიმღერა Lovesong.

„გრემი“ მიდის ნინისთან… შეგიძლია სიმღერები აიღო და შენი გახადო… ისეთი ამაყი ვარ შენით“ – უთხრა ნინის მისმა მენტორმა, ნაილ ჰორანმა.

ტოპ-12 მონაწილის გამოსვლას მაყურებელი ხმის მიცემით აფასებს და ხმების რაოდენობით გაირკვევა, ვინ გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას ნახევარფინალში. ამერიკული „ვოისის“ 24-ე სეზონის ნახევარფინალისტები NBC-ს პირდაპირ ეთერში აშშ-ის დროით სამშაბათს, 5 დეკემბერს (საქართველოს დროით 6 დეკემბერს) გამოცხადდება, საღამოს 9 საათზე. აგრეთვე, გამოცხადდება 4 აუტსაიდერი, რომლებიც „გადარჩენისთვის“ იმღერებენ. მათგან მხოლოდ ერთი გადავა ნახევარფინალში ანუ სულ 9 ნახევარფინალისტი იქნება.

ნახევარფინალური ტურის ცოცხალი შესრულებები (Live Semi-Final Performances”) ადგილობრივი დროით 11 დეკემბერს, ორშაბათს, საღამოს 8 საათზე დაიწყება NBC-ის პირდაპირ ეთერში.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: „აუცილებლად გავიმარჯვებ!“ – სპონტანურად ქუჩაში ჩაწერილი ინტერვიუ ამერიკული „ვოისის“ კონკურსანტ ნინი ბრეგვაძესთან (ვიდეო)

„აუცილებლად გავიმარჯვებ!“ – სპონტანურად ქუჩაში ჩაწერილი ინტერვიუ ამერიკული „ვოისის“ კონკურსანტ ნინი ბრეგვაძესთან (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close