კულტურასაქართველო

საქართველოს წარმომადგენლები ნიცაში საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონიაზე გამოვიდნენ (ვიდეო)

ნიცაში საბავშვო ევროვიზიის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. კონკურსის მონაწილეები წითელ ხალიჩაზე გამოვიდნენ, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლებიც –  ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი.

საკონკურსო სიმღერა – Over The Sky, რომელსაც პატარა ქართველი მომღერლები Palais Nikaïa-ს სცენაზე შეასრულებენ, ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. ვიდეორგოლის გადაღება სამ სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა.

ანასტასიასთან და ბიჭებთან ერთად ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე გამოვა – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია.

წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთის წარმომადგენელი გახსნის და ნიდერლანდები დახურავს.

საქართველოს წარმომადგენლები კონკურსზე მეათე ნომრად წარდგებიან.

საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე აიღებს სტარტს. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხის ეთერში ნიკა ლობილაძე გაუძღვება. ხმის მიცემა 24 ნოემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv.

გადადით ამ ბმულზე https://vote.junioreurovision.tv/, უყურეთ მოკლე ვიდეოს საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებზე, აირჩიეთ საქართველო და კიდევ 2 ნებისმიერი ქვეყანა და დააჭირეთ ღილაკს VOTE 🇬🇪
ხმის მიცემა უფასოა!
ხმის მიცემის დროს შეასრულეთ მარტივი მათემატიკური მოქმედება.
თითოეული ხმა გადამწყვეტია!

განახლებულია 25 ნოემბერს, დამატებული აქვს ინფორმაცია ხმის მიცემის შესახებ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close