ვიდეოიტალიაკულტურა

მილანის „რინაშენტეს“ საშობაო-საახალწლო მორთულობების ჯადოსნური სამყარო გაიხსნა (ვიდეო)

კარს მოგვადგა დეკემბერი და სადღესასწაულო მუხტიც ნელ-ნელა იზრდება. იტალიელები დეკემბერს Mese di Natale-ს (შობის თვე) უწოდებენ. მილანში – მოდის დედაქალაქში დიდმა და პატარა მაღაზიებმა უკვე გამოიტანეს საშობაო აქსესუარები, სათამაშოები, ნაძვის ხეები, ხელნაკეთი ნივთები, თუმცა ვიტრინები ჯერ არ გაუფორმებიათ, მათ შორის, არც მილანის მთავარ მოედანზე, დუომოზე მდებარე დიდ სავაჭრო სახლს – „რინაშენტეს“ (Rinascente), რომელიც საშობაო ტენდენციების ტონის მიმცემია და როგორც ყოველთვის, ალბათ წელსაც რამე განსაკუთრებულს შემოგვთავაზებს.

მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა წლევანდელი საახალწლო-საშობაო მოდა და ორიოდე დღის წინ „რინაშენტეს“ ვეწვიე. შევედი თუ არა შიგნით, მაშინვე ნამდვილ ზღაპარში ამოვყავი თავი! საშობაო-საახალწლო აქსესუარებისა და სათამაშოების ფანტასტიკური ინსტალაციები ულამაზეს ჯადოსნურ სამყაროს ქმნის. ყველა სტუმარს სახეზე სასიამოვნო გაოცება და აღფრთოვანება ეხატა, იტალიელებსაც და უცხოელებსაც, ყველა დადებითი ენერგიით დაიმუხტა, იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს…

მეც შემოგთავაზებთ ვიდეოს – რასაც მასში ხედავთ, ყველაფერი იყიდება და ფასიც შესაბამისი აქვს.

მომავალში მილანური საახალწლო ნაძვის ხეები დავათვალიეროთ (მთავარი ნაძვის ხეების დადგმა 7 დეკემბრიდან დაიწყება) და კულინარიულ რეცეპტებსაც გაგაცნობთ – იქნებ შთაგონება და იდეა მოგცეთ სადღესასწაულოდ თქვენი სახლის და სუფრის ორიგინალურად გასაფორმებლად.

ლალი დავითულიანი

მილანი, 17 ნოემბერი, 2023 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close